მკერდი თუ ბარკალი? - ქათმის რომელი ნაწილია ყველაზე სასარგებლო და რა წესები უნდა დავიცვათ მისი მომზადების დროს
რომელი ხორცია თქვენი ფავორიტი კერძების მომზადების დროს და რას ანიჭებთ უპირატესობას-საქონლის, ღორის, ცხვრის თუ ქათმის ხორცს? - რა თქმა უნდა, ბევრი თქვენგანისათვის ეს ქათამია რამდენიმე სრულიად გასაგები მიზეზის გამო: ქათმის ხორცი შედარებით იაფია და ხელმისაწვდომი, მის მომზადებაზე გაცილებით ნაკლები დრო იხარჯება და მესამე - ის ყველაზე სასარგებლოა, თანაც სწორად შერჩეული სანელებლებით და სოუსებით შესაძლებელია განსაცვიფრებელი შედეგების მიღება. გარდა ამისა, ქათმის ხორცი შესანიშნავად ეხამება სხვა პროდუქტებს. მაგრამ ისმის კითხვა: ქათმის ყველა ნაწილი ერთნაირად სასარგებლოა? ალბათ ბევრ თქვენგანს ჰგონია, რომ ფრინველის ყველა ნაწილი ერთნაირი შემადგენლობისაა და დიეტების და ჯანსაღი კვების დროს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მკერდის ნაწილს მივირთმევთ თუ ბარკალს, ფრთებს თუ კისერს...
სინამდვილეში ქათმის ნაწილები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან ქოლესტერინის და მიკროელემენტების შემცველობითა და შესაბამისად, სარგებლიანობით. მთლიანად აღებულ ქათამში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა მიკროელემენტები და ცილები, მისი კალორიულობაც სხვა, მაგალითად ღორის ხორცთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ ფრინველის ნაწილებს შორის ამ მხრივ ძალიან დიდი განსხვავებაა.
აღმოჩნდა, რომ ქათმის ყველაზე სასარგებლო ნაწილი მისი მკერდია. პროცენტული გაანგარიშებით მასში ყველაზე ნაკლებია ქოლესტერინი და სხვა მავნე ნივთიერებები. თუ ამ პროდუქტს რეგულარულად მივირთმევთ, თავიდან ავიცილებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და მძიმე წონასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ქათმის ღვიძლი - ყველასათვის საყვარელი დელიკატესი დიდი სარგებლიანობით არ... გააგრძელეთ კითხვა