რა შემთხვევაში აქვს ადამიანს დაბალი ჰემოგლობინი და ხალხური საშუალებები მის დასაბალანსებლად - Gemrielia.ge

რა შემთხვევაში აქვს ადამიანს დაბალი ჰემოგლობინი და ხალხური საშუალებები მის დასაბალანსებლად

 

ჰემოგლობინი ერითროციტებში შემავალი რთული ცილაა, რომელიც ფილტვებსა და სხვა ორგანოების უჯრედებს შორის ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ტრანსპორტირებაში მონაწილეობს. ჰემოგლობინის შემცველობის ნორმა მამაკაცებში - 130-160გ/ლ, ხოლო ქალებში - 120-140გ/ლ. 

 

ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებელი გამოიხატება ზოგადი სისუსტით: თავბრუსხვევით, ყურებში შუილით, გულის ფრიალით, ასევე, თმისა და ფრჩხილის მტვრევადობით შეიძლება იყოს გამოხატული. ამ სიმპტომების აღმოჩენისთანავე აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რათა პრობლემა დროულად აღმოფხვრათ. 

 

 

 

Gemrielia.ge – ის ფისბუქჯგუფის  გამოცდილი წევრები გვიზიარებენ ნაცად რეცეპტებს,  ჰემოგლობინის დასაბალანსებლად: 

 

 

ეკა ბესტავაშვილი – 1 ლიტრა შავი ღვინო და ნახევარი კგ შაქარი დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ, სანამ თაფლივით მასა გახდება, გამორთეთ და გადაასხით მინის ქალაში, როდესაც გაცივდება, თაფლის სისქე ექნება. ყოველ დილით ერთი სუფრის კოვზი მიირთვით უზმოზე. ძალიან კარგია. 

 

 

რუსუდან მარგია – უებარი ჰემოგლობინის ასაწევი ხილის ნაკრების ნაყენი. 2კგ „ანტონოვკის“ ვაშლი, 4 ცალი ლიმონი, 2 დიდი ბროწეული, 1 ჩაის ჭიქა ასკილი, 200 გრ თაფლი. ასკილი დაჩეჩქვეთ და ჩაყარეთ 1 ლიტრიან თერმოსში, დაასხით ქაფქაფა ადუღებული წყალი, დაახურეთ თავზე და გააჩერეთ ერთი ღამით, დილას გადაწურეთ, ამ ხილებისგან გამოვწურეთ მაქსიმალურად წვენი, ჩაასხით ასკილის ნაყენში, დაამატეთ თაფლი და კარგად მოურიეთ, გამოდის 2 ლიტრამდე. მიიღეთ 100 გრამი, დღეში 2–ჯერ,  დილა–საღამოს, ჭამის შემდეგ. შეინახეთ მაცივარში. ნაცადია ბევრჯერ, დიდებზე და პატარებზეც, ექიმი გაოცებული დარჩა შედეგით.

 

 

მაია სონგულაშვილი – 1კგ სტაფილო, 1კგ ლიმონი, 1კგ. ჭარხალი, ნახევარ კილოზე ცოტა ნაკლები თაფლი – გამოწურეთ წვენსაწურში ყველა ინგრედიენტი. ლიმონი კურკის გარეშე ქერქიანად, დაამატეთ თაფლი და დღეში ორჯერ ან სამჯერ მიიღეთ 100 გრამი, აუცილებლად ჭამის შემდეგ. საოცარად ეფექტურია,  წევს ჰემოგლობინს, ასუფთავებს სისხლს, აძლიერებს იმუნიტეტს. შეგიძლიათ ერთი კურსის შემდეგ დაისვენოთ 2კვირა და კიდევ გაიმეოროთ

 

 

ლალი ამირანაშვილი – კოკტეილი-ლიმონი. ჭარხალი. სტაფილო. ბროწეული.თაფლი.  გამოწურეთ თითო კოვზი ჩამოთვლილი ხილი, ერთ დიდ ჭიქაში შეურიეთ ერთ სუფრის კოვზ თაფლს და საუზმიდან ერთი საათის შემდეგ მიირთვით, ათი დღის განმავლობაში.

 

 

ნანა ალელიშვილი – 1 ლიტრა ჭარხლის წვენი ადუღეთ, სანამ ქაფი ექნება და თან მოხადეთ, რომ გაგრილდება 0.5კგ თაფლი(ნახევარ ლიტრიან ქილას გავსებამდე 2 თითის დადება უნდა აკლდეს) შეურიეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ, სუფრის კოვზით. 

 

 

ნანა – 200გრ თაფლი, 200გრ ნიგოზი, 200გრ შავი ქიშმიში, 200გრ გარგარის ჩირი, 200გრ ლიმონი კანით, გაატარეთ ყველაფერი, დაუმატეთ თაფლი, 2 დღე დადგით სიბნელეში და მიირთვი 1–2 ს.კ ყოველ დღე. გარდა ამისა, მიირთვით წითელი ხორცი, თუ ძალიან დაბალი გაქვთ ჰემოგლობინი და ასევე რკინის ნაკლებობასაც განიცდით მიიღეთ ფოლის მჟავა, მაგრამ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით

 

 

სოფო – ანემოური და რკინადეფიციტურივარ და ვაკეთებ სულ ამას : 200 გრ კურაგა, 200 გრ ქიშმიში,3 სკ თაფლი, აურიე ერთმანეთში და დილა– საღამოს ერთი კოვზი მიირთვით. შეგიძლიათ თხილიც გაურიოთ.

 

 

ქეთა – 200 გრ.შავი ქლიავის ჩირი, 200 გრ. გარგრის ჩირი,100 გრ.ლეღვის ჩირი, 200 გრ.ქიშმიში, 200 გრ.თაფლი და ნიგოზიც ამდენივე. ეს ყველაფერი გაატარეთ და კარგად მოზილეთ. ამოიღეთ ჩაის კოვზით და გააკეთეთ პაწაწუნა ბურთულები. ერთი დილით უნდა მიირთვათ და დანარჩენს როგორც შეძლებთ. სასწაულს ახდენს გამოცდილი მაქვს.