მოდის თეთრი ხარის წელი – როგორ შევხვდეთ მას ისე, რომ სახლში ბედნიერებამ დაისადგუროს
მომავალი 2021 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, არის თეთრი ხარის წელი. ჩვენ გეტყვით, თუ როგორ უნდა დაამშვენოთ სახლი, რა უნდა მოამზადოთ და ჩაიცვათ ახალი წლისთვის. გასულმა წელმა შფოთვა მოგვიტანა, ახალი წლის დადგომას, რომლის სიმბოლოც ხარია, დიდი იმედებით ველოდებით. ვიმედოვნებთ, რომ ხარი ჯანმრთელობას მოგვიტანს და დაგვეხმარება ყველა სირთულის გადალახვაში.
როგორ მოვრთოთ სახლი?
რეკომენდებულია რომ ახალ წელს შეხვდეთ ოჯახთან ერთად, რადგან ხარი შინაური ცხოველია. მას არ უყვარს არეულობა, გაფუჭებული ნივთები ან ზედმეტი წვრილმანები, ამიტომ, სახლში წესრიგში უნდა იყოს ყველაფერი. მოიშორეთ ზედმეტი ნივთბი, მაგალითად: ქაღალდები, ძველი ჟურნალები და გაბზარული ნივთები. გაგიკვირდებათ, იმდენად სუფთა იქნება სახლი.
დეკორაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრი და ვერცხლისფერი აქსესუარები, უმჯობესია თავი აარიდოთ წითელ ფერს. ხომ იცით, როგორ რეაგირებს ხარი წითელზე? მას აგრესიულად აქცევს, ჩვენ კი უნდა დავამშვიდოთ. კარგი იქნება ცოცხალი ნაძვის ელემენტების შეტანა სახლში - ხარს ბუნების სურნელი მოეწონება.
როგორ გავაწყოთ სუფრა?
საახალწლო სუფრის გაშლისას გამოიყენეთ უფრო ბუნებრივი მასალები - ბამბისა და თეთრეულისგან დამზადებული სუფრები და ხელსახოცები, ხის თასები და ვაზები ხილისთვის, ლამაზი კერძები, მეტალის დანა–ჩანგალი, სასანთლეები. ასევე, შეგიძლიათ დაამშვენოთ მაგიდა ყვავილების კომპოზიციებით.
რა მოვამზადოთ ახალი წლისთვის?
საახალწლო სუფრა უნდა იყოს გულუხვი და მდიდრული, უამრავი მარტივი და რთული კერძებით გაწყობილი. გააკეთეთ ღვეზელები, ლორი, ცხვრის ხორცი ან ღუმელში გამომცხვარი კურდღელი. მთელი გამომცხვარი იხვი, ბატი ან ქათამი. განათავსეთ მეტი ახალი მწვანილი მაგიდაზე - რეჰანი, ხახვი, გააკეთეთ მწვანე სალათები, გამოაცხვეთ პური. სასურველია ყველაფერი იყოს სახლში მომზადებული, ასევე ძალიან კარგია კონსერვების გამოყენებაც. ფრთხილად იყავით ძროხის ხორცთან, ხარს შეიძლება არ მოეწონოს ასეთი კერძები.
საახალწლო მასპინძლის ნდობის მოსაპოვებლად ერთი მარტივი გზა არსებობს – შვრიის ან ხორბლით სავსე თასის დადება მაგიდაზე, შეგიძლიათ მორთოთ ნაძვის ახალი ტოტებით, მას მეტი არ სჭირდება!
რა ჩავიცვათ?
მსუბუქი ქსოვილებისგან დამზადებული ტანისამოსი, მეტალის ბზინვარებით იქნება შესანიშნავი არჩევანი ახალი წლის ღამეს. უფრო მეტიც, ტანისამოსი არ არის აუცილებელი იყოს ახალი - მთავარია, რომ რაც შეიძლება კომფორტულად გრძნობდეთ თავს. ხავერდოვანი კაბა და აბრეშუმის პიჟამა შესაფერისია. შეარჩიეთ ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული აქსესუარები, მაგალითად, მატყლის წინდები. რაც შეეხება მაკიაჟს – უნდა იყოს მსუბუქი და არანაირი წითელი კაბა.