პურზე წასმული ლუდი - იტალიელების ახალი გამოგონება - Gemrielia.ge

პურზე წასმული ლუდი - იტალიელების ახალი გამოგონება

ასეთი რამ, ალბათ, ჯერ არ გინახავთ. იტალიაში ლუდის ახალი სახეობა გამოიგონეს - ის შეგიძლიათ პურზე წაუსვათ.


ორი კომპანია, შოკოლადის მწარმოებელი Napoleone  და ლუდის ბრენდი Alta Quota გაერთიანდნენ და ერთობლივი ძალით შექმნეს ახალი საჭმელი ლუდი  Birra Spalmabile. კონსისტენციით პროდუქტი შოკოლადის პასტას წააგავს. მწარმოებლებმა იზრუნეს და ორი სახეობის ლუდი შესთავაზეს მომხმარებელს: ღია ფერის, უფრო რბილი გემოთი და მუქი, ინტენსიური გემოს მოყვარულებს. აღსანიშნავია, რომ კრემისმაგვარმა ლუდმა თავისი "გრადუსი" შეინარჩუნა, ასე რომ, რამნდენიმე ასეთმა ბუტერბროდმა, შესაძლოა დაათროს კიდეც მომხმარებელი.


მწარმოებლების მტკიცებთ, ახალი ლუდი იდეალურად ეხამება პურს, ყველს, მისი გამოყენება შეიძლება ტორტებში და ღვეზელებში.

ასეთი ლუდის 280 გრამიანი ქილა 12 დოლარის ფარგლებში ღირს.
როგორც ჩანს, ლუდზე ექსპერიმენტები ბევრ მწარმოებელს მიაჩნია საინტერესოდ. შეგახსენებთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, პენსილვანიაში მოხარშეს ლუდი ყავის არომატით.