რატომ უჩნდება მურაბას ობი და შეიძლება თუ არა მისი საკვებად გამოყენება - Gemrielia.ge

რატომ უჩნდება მურაბას ობი და შეიძლება თუ არა მისი საკვებად გამოყენება

 

ხსნი ასეთ სასურველ, არომატულ, საკუთარი ხელით მოხარშულ ჟოლოს მურაბის ქილას. იქ კი გხვდება რუხი ფერის, ბეწვიანი ლაქები. ხშირია ასეთი შემთხვევები, ხომ ასეა? ასეთ არასასიამოვნო მომენტში ერთადერთი კითხვა ჩნდება თავში: გადააგდო თუ შეჭამო, თვალი დახუჭო ნანახზე? ეს დილემა მრავალს აყენებს ჩიხში. ამიტომ, ჩვენ გეტყვით, სინამდვილეში რა უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ მოულოდნელად მურაბის ქილაში ობს აღმოაჩენთ.

 

 

ობი მურაბაზე

 

დასაწყისში გავერკვეთ, რა არის ობი. ეს ჩვეულებრივი სოკოა, რომლებიც წარმატებით მრავლდება საკვებში. არსებობს სოკოების მრავალი სახეობა. მათ შორის უვნებელი, საშიში და სასარგებლოც კი. მავნე სოკოები საკვებში შხამებს გამოყოფენ. როგორც წესი, ისინი მხოლოდ საკვების გემოზე მოქმედებენ, თუმცა უარეს შემთხვევაში შეიძლება სერიოზულად მოიწამლოთ.

 

რატომ ჩნდება ობი

 

ობის გაჩენის მიზეზი მომზადების სხვადასხვა პირობები და მეთოდები შეიძლება გახდეს. ძირითად მიზეზებს მიეკუთვნება:

 

... ცუდი ხარშვა (ხარშვის დრო საკმარისი არ იყო, არ ურევდნენ, მიიწვა);

 

... ქილები და მისი სახურავები ადუღებულ წყალში ან ორთქლში არ იყო დამუშავებული ( აუცილებელია მათი გასტერილება და გაშრობა);


... შენახვის არასწორი პირობები.

 

რა უნდა ვუყოთ ობს? გააგრძელეთ კითხვა..