რომელ დესერტს როგორი მინანქარი სჭირდება - 5 განსხვავებული რეცეპტი თამო მეფიშვილისგან - Gemrielia.ge

რომელ დესერტს როგორი მინანქარი სჭირდება - 5 განსხვავებული რეცეპტი თამო მეფიშვილისგან

 

როგორ ამზადებთ შოკოლადის მინანქარს? ეს პროცესი ერთ–ერთი მნიშვნელოვანია, დასკვნითი და დამაგივირგვინებელი ნაწილი დესერტისა. მოდით, ვაღიაროთ, ვიზუალური მხარე დიდ როლს თამაშობს ნებისმიერი კერძის მზადებისას. გამოცდილი დიასახლისი, თამო მეფიშვილი გვიზიარებს 5 განსხვავებულ რეცეპტს, მინანქრის მოსამზადებლად.

 

 

 

1.  ინგრედიენტები: 

 

შაქარი 100გრ

კაკაო 4 ს/კ

რძე 3ს/კ

კარაქი 50 გრ

 

მოცემული ინგრედიენტები წამოადუღეთ, ბოლოს დაუმატეთ კარაქი. (მოცემული, კარალევსკის ტორტის რეცეპტზე, ეს მინანქარი არის გამოყენებული)

 

 

2. ინგრედიენტები სამარხვო კრემ მინანქრისთვის

 

წყალი 300მლ

კაკაო 4ს/კ

შაქარი 5ს/კ

ფქვილი 2.5 ს/კ

ზეთი 1ს/კ

 

მოცემული ინგრედიენტები მოათავსეთ ქვაბში, რომ ადუღდება, ბოლოს დაუმატეთ ზეთი.

 

 

 

3. ინგრედიენტები:

 

 

შოკოლადი 100გრ

ნაღები ან რძე 120 მლ.

 

 

გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე.

 

 

4. სუფლეს ტორტების მინანქარი:

 

შაქარი 250გრ

კაკაო 80გრ

ჟელატინი

რძე ან ნაღები 70მლ

წყალი 100 მლ + 20მლ ჟელატინისთვის

ჟელატინი 8გრ

შოკოლადი 50გრ

 

თავდაპირველად,  20მლ წყალში დაალბეთ ჟელატინი, ქვაბში მოათავსეთ ინგრედიენტები, წამოადუღეთ, ბოლოს ცხელ მასაში გახსენით ჟელატინი.

 

 

5. ინგრედიენტები: 

 

კაკაო 4ს/კ

შაქარი 3ს/კ

მოხარშული შესქ რძე 3ს/კ

რძე 3ს/კ

ზეთი 1ს/კ

 

 

წამოადუღეთ მოცემული ინგრედიენტები , ბოლოს დაუმატეთ ზეთი.