ხარის წელი დიდ ცვლილებებს გვპირდება – რითი იქნება ის გასულ წელზე უკეთესი? - Gemrielia.ge

ხარის წელი დიდ ცვლილებებს გვპირდება – რითი იქნება ის გასულ წელზე უკეთესი?

 

 

გასულმა 2020 წელმა მრავალმხრივ შეიტანა ცვლილება ჩვენს პლანეტაზე. ბევრი ახალი სიტყვა ვისწავლეთ, როგორიცაა – „კლასტერი“, „კარანტინი“. შეიცვალა სამუშაო რეჟიმი და სწავლის პროცესი. მერწყულის ეპოქაში შესვლა ჩვენს ცხოვრების წესში საგანგებო და უზარმაზარ ცვლილებებთან არის დაკავშირებული. ეს ცვლილებები სასიკეთოა და გავლენას ახდენს მთელ კაცობრიობაზე. 

 

მასებისგან დამალული ზოგიერთი საიდუმლოება ვლინდება და ხელმისაწვდომი ხდება. ეს ზემოქმედებს ახდენს ჩვენს ცნობიერებაზე და ქმნის ახალ ხედვას. ეს არ არის უმტკივნეულო პროცესი. ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილება სავსეა კონფლიქტებით. 

 

რითი იქნება ხარის წელი ვირთხის წელზე უკეთესი?

 

2020 წელს ჩვენ ვისწავლეთ ცხოვრება იზოლირებულად, დისტანციურად მუშაობა, ვისწავლეთ ჩვენი ოჯახის დაფასება, ბევრმა დაინახა საკუთარი თავი და მათი გარემოცვა მეორე მხრიდან. 

 

2021 წლის 12 თებერვალს მოდის თეთრი ხარის წელი, რომელზეც ორი სიმბოლოა მითითებული: იინის ლითონი, რომელიც ინის დედამიწაზე ზის. დედამიწა და ლითონი შესანიშნავად ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან და ეს განსაზღვრავს მთელი წლის ხასიათს. ლითონი პასუხისმგებელია ფილტვების ფუნქციონირებასა და გაციებაზე. გაიხსენეთ ვაქცინაცია და ყურადღება მიაქციეთ კვებას. მიიღეთ ბევრი სითხე და გამორიცხეთ ცხარე საკვები.

 

 

ვისთვის იქნება მომავალი წელი განსაკუთრებით წარმატებული?
 

დაისახეთ დიდი მიზნები, გამოხატეთ სიმტკიცე და მონდომება მათ მისაღწევად. სასიკეთო წელია მამაცი ხალხისთვის, ლიდერებისათვის, რომელთაც შეუძლიათ მიიღონ პასუხისმგებლობა და ჰქონდეთ ცხოვრებისეული მიზნები.

 

2021 ფინანსურ სიძლიერესაც მოიტანს. ოქროს ხარის ფიგურა სიმდიდრისა და ფულის სიმბოლოა. გაბედე, გარისკე და არაფრის გეშინოდეს! ყველაფერი გამოვა.

 

ხარი მშრომელი და ოჯახის კაცია, ამიტომ პირველ რიგში დგას ოჯახური ტრადიციები. იზრუნეთ სახლზე და შეხვდით ახალ წელს ოჯახის წევრებთან ერთად.

 

ხარი ძალიან სუფთა ცხოველია. ამიტომ, ხარის მოსაწონებლად, მოწესრიგებული უნდა იყოს თქვენი სახლი, მოიცილეთ ყველა ზედმეტი რამ. 

 

ის მშვიდად ცხოვრებას ჰპირდება ყველას, ვინც ბევრს შრომობს.

 

როგორ აღვნიშნოთ ახალი წელი ისე, რომ  წარმატება მოგვიტანოს

 

ახალი წელი აღნიშნეთ ოჯახში. სასურველია გეცვათ თეთრი ან ყვითელი ფერის სამოსი, ოქროსფერი ორნამენტებით. გამორიცხეთ წითელი ფერი.

 

სუფრაზე უნდა ჭარბობდეს ბოსტნეული და ხილი. მეტი სიმწვანე ძალიან კარგია. შეგიძლიათ სუფრაზე რამდენიმე კერძი ხარის ფორმითაც მოამზადოთ.

 

ხარი ტრადიციების მიმდევარია. ამიტომ, ნუ შეეცდებით დიდად გაოცებას. შეგიძლიათ ჩვეულებრივი კერძები დაალაგოთ სუფრაზე, თუნდაც ახლად გამომცხვარი ბლინები ან ხაჭაპური.