"მუშახელს ვერ ვშოულობთ. შრომა არ უნდათ..." - ახალგაზრდა ფერმერი დედოფლისწყაროდან, რომელიც საუკუნოვან ოჯახურ მეურნეობას უძღვება - Gemrielia.ge

"მუშახელს ვერ ვშოულობთ. შრომა არ უნდათ..." - ახალგაზრდა ფერმერი დედოფლისწყაროდან, რომელიც საუკუნოვან ოჯახურ მეურნეობას უძღვება

 

ახალ­გაზ­რდა ფერ­მე­რი ბექა გო­ნაშ­ვი­ლი მრა­ვალ­დარ­გო­ვან მე­ურ­ნე­ო­ბას უძღვე­ბა. ეს საქ­მი­ა­ნო­ბა მას შთა­მო­მავ­ლო­ბით მოს­დგამს - გო­ნაშ­ვი­ლე­ბის სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბა მარ­ცვლე­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბის მოყ­ვა­ნას, მსხვილ­ფე­ხა რქო­სა­ნი პი­რუ­ტყვის მოვ­ლა-მო­შე­ნე­ბა­სა და მე­ცხვა­რე­ო­ბას მო­ი­ცავს. ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბაა. ურ­თუ­ლეს ეპი­დე­მი­ურ ვი­თა­რე­ბა­ში რა სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა მო­უხ­დათ დე­დოფ­ლის­წყა­რო­ელ ფერ­მე­რებს, რო­გორ მო­ვიდ­ნენ შე­მოდ­გო­მამ­დე და დღეს რა პრობ­ლე­მე­ბი აქვთ, ამის შე­სა­ხებ ბექა გო­ნაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

 

- პან­დე­მი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის პე­რი­ოდ­ში რო­გორც ყვე­ლა, ჩვენც გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვით. თუმ­ცა წლე­ულს ჩვენს პრო­დუქ­ცი­ა­ზე მეტი მო­თხოვ­ნა იყო. მე­ნე­ჯმენ­ტში ცვლი­ლე­ბა არ შეგ­ვი­ტა­ნია, მხო­ლოდ კად­რე­ბის და­მა­ტე­ბამ მოგ­ვი­წია. გა­ვი­ზარ­დეთ კი­დეც, თბი­ლის­ში ჩვე­ნი ქსე­ლის უკვე მე­ო­რე მა­ღა­ზი­ას ვხსნით. კონ­ცეფ­ცია იგი­ვე იქ­ნე­ბა ხორ­ცის გა­და­მუ­შა­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე და­ე­მა­ტე­ბა რძის პრო­დუქ­ტე­ბის, ყვე­ლის წარ­მო­ე­ბა და ჩვენ­თან მო­სუ­ლი კლი­ენ­ტე­ბი ამას თა­ვად ნა­ხა­ვენ.

 

არც ფერ­მე­რულ მე­ურ­ნე­ო­ბა­ში გვქო­ნია არ­სე­ბი­თი შე­ზღუდ­ვა. ცოტა გა­და­ად­გი­ლე­ბა შეგ­ვი­ფერ­ხდა, როცა ტრაქ­ტო­რის­ტე­ბის მოყ­ვა­ნა დაგ­ვჭირ­და, სხვა მხრივ კი არ დავ­ზა­რა­ლე­ბულ­ვართ. სა­ყო­ველ­თაო ლოკ­და­უ­ნის დროს ცოტა ცხვრის გა­და­რეკ­ვა გაგ­ვი­ჭირ­და - მარ­ნე­უ­ლის ტე­რი­ტო­რი­ის ერთი-ორი მო­ნაკ­ვე­თი ცხვრის გა­და­სა­რე­კი ტრა­საა, არა­და, მარ­ნე­უ­ლი ჩა­კე­ტი­ლი იყო. მაგ საქ­მის შუ­ა­წელ­ზე რომ ვი­ყა­ვით, მა­შინ მო­იხ­სნა შე­ზღუდ­ვე­ბი.

 

- კარ­გია, თუ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელი არ შეგშლი­ათ.

 

- კი, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­მუ­შა­ო­ებ­ში შე­ფერ­ხე­ბა არ გვქო­ნია.წლე­ულს ში­რაქ­ში მარ­ცვლე­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბის მო­სა­ვა­ლი სა­უ­კე­თე­სო ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ არც ისე­თი სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა გვქო­ნია, რომ უმო­სავ­ლოდ ვი­ყოთ. ამ ყვე­ლა­ფერს შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რე მხრი­და­ნაც შევ­ხე­დოთ - კი­ლოგ­რა­მი ხორ­ბა­ლი დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში 95 თეთ­რი ღირ­და. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე­თი ფასი არას­დროს ყო­ფი­ლა, ხორ­ბალს ყო­ველ­თვის და­ბა­ლი ფასი ედო. ამ მა­ღალ­მა ფას­მა მო­სავ­ლის და­ბა­ლი რა­ო­დე­ნო­ბა და­ა­ბა­ლან­სა.

 

 

- არც ცხვრის ექ­სპორ­ტში შეგშლი­ათ ხელი?

 

- წლე­ულს ცოტა დაგ­ვი­ან­და, პან­დე­მი­ის გამო ვერ შე­მო­დი­ოდ­ნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რე­ბი­დან კლი­ენ­ტე­ბი, მაგ­რამ მა­ინც მო­ხერ­ხდა ექ­სპორ­ტი - სა­უ­დის არა­ბეთ­ში ერთი გემი ცხვა­რი გა­ვუშ­ვით, ხოლო ქუ­ვე­ით­ში - ერთი თვითმფრი­ნა­ვი. ახლა ერთი გე­მის­თვის ცხვარს კი­დევ ვამ­ზა­დებთ. ცხვრის ხორ­ცი კი ჩა­ვარ­და - ამა­ზე ნაკ­ლე­ბად არის მო­თხოვ­ნა. პან­დე­მი­ამ გავ­ლე­ნა მა­ინც მო­ახ­დი­ნა და ხორ­ცის ფა­სე­ბი გა­ზა­ფხუ­ლი­დან დაბ­ლა ჩა­მო­ვი­და. თუმ­ცა ბოლო 2 კვი­რაა ნა­სუ­ქი სა­ქონ­ლის ხორ­ცის ფას­მა მო­ი­მა­ტა.

 

- ამა­ზე, ალ­ბათ, რეს­ტორ­ნე­ბის და­ხურ­ვამ, სა­რი­ტუ­ა­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­ჩე­რე­ბა­მაც იმოქ­მე­და.

 

- კი, ქელე­ხი, ქორ­წი­ლე­ბი აღარ არის და ხორ­ცზე და­ბა­ლი მო­თხოვ­ნაც ამის ბრა­ლია. მსოფ­ლი­ო­შიც ასეა.

 

 

- თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნესს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა?

 

- ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის კა­ტე­გო­რია მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სია. ეს საქ­მე პა­პა­ჩემ­მა და­ი­წყო, ახლა კი ჩარ­თუ­ლი ვართ მა­მა­ჩე­მი, მე და ჩემი ძმა. ცხა­დია, პა­პას საქ­მე ჩვენ გა­ვა­ფარ­თო­ვეთ.

 

გააგრძელეთ კითხვა