როგორ გავაქროთ არასასიამოვნო სუნი მაცივრიდან: 3 უმარტივესი მეთოდი და საოცარი შედეგი - Gemrielia.ge

როგორ გავაქროთ არასასიამოვნო სუნი მაცივრიდან: 3 უმარტივესი მეთოდი და საოცარი შედეგი

მაცივრის კარი გამოაღეთ და არასასიამოვნო სუნი იგრძენით? უსიამო სუნი მით უფრო მოულოდნელი იქნება, თუკი ხშირად საგულდაგულოდ ასუფთავებთ მაცივარს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, საკვებ პროდუქტებს არასასიამოვნო სუნის გამოწვევა წამებში შეუძლიათ.

გაგაცნობთ 3 მარტივ მეთოდს, რომლებიც თქვენი მაცივრიდან არსასიამოვნო სუნის გაქრობაში დაგეხმარებათ.

1. ალკა-ზელტცერი

1 ტაბლეტი ალკა-ზელტცერი გახსენით 1 ჭ. წყალში და შედგით მაცივარში. ეს ტაბლეტი შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას, ნატრიუმის ჰიდროკარბონატსა (საჭმელი სოდა) და ლიმონმჟავას. სწორედ ეს კომპონენტები ებრძვის ეფექტურად არასასიამოვნო სუნს. თუ  ალკა-ზელტცერი ხელთ არ გაქვთ, მაშინ გახსენით 1 კოვზი საჭმელი სოდა, ჩაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და ხსნარი ორიოდ საათით შედგით მაცივარში.


2. ვანილის ექსტრაქტი

ჩაასხით ჯამში 1 ს.კ. თხევადი ვანილის ექსტრაქტი, ჩადეთ მასში 2-3 ბამბის ბურთულა და შედგით მაცივარში.
 


3. ფორთოხალი

გაჭერით ფორთოხალი შუაზე, გამოშიგნეთ ერთი ნახევარი, დარჩენილი კანი ჩადეთ ჩაის ჭიქაში ან პატარა ფიალაში, ჩაყარეთ მასში 2 ს. კოვზი ზღვის მარილი და შედგით მაცივარში.


ეს მეთოდები მშვენივრად ებრძვის უსიამოვნო სუნს. აქვე შეგიძლიათ მოუხმოთ საკუთარ ფანტაზიას და ექსპერიმენტებს მიმართოთ. მაგალითად გამოიყენოთ ნებისმიერი სურნელოვანი ეთერზეთის 2-3 წვეთი ან ფორთოხალი ჩაანაცვლოთ გრეიპფრუტით.