როგორ აღვიდგინოთ ჯანმრთელობა და გავიძლიეროთ იმუნიტეტი კორონავირუსის გადატანის შემდეგ? - Gemrielia.ge

როგორ აღვიდგინოთ ჯანმრთელობა და გავიძლიეროთ იმუნიტეტი კორონავირუსის გადატანის შემდეგ?

 

მსოფლიოში ვირუსისაგან გადარჩენილთა რიცხვი უკვე მილიონებს აღწევს. ავადმყოფთა უმეტესობა გაუმკლავდა ვირუსს, მაგრამ ახლა მათ ახალი ამოცანა აქვთ - უნდა დაეხმარონ სხეულს იმუნიტეტის აღდგენაში. რომელი საკვების მიღება არის მნიშვნელოვანი და რა ვიტამინებია ახლა განსაკუთრებით საჭირო?

 

ავადმყოფობის დროს, მადა ყველაზე ხშირად ქრება - სხეულის ყველა ძალა მიდის დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად. ექიმები ყოველთვის გვირჩევენ: დალიეთ მეტი სითხე და არ იკვებოთ ზედმეტად. თქვენი მადის დაბრუნება არის ნიშანი იმისა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის და თქვენ გჭირდებათ ვიტამინები საბოლოოდ გამოსაჯანმრთელებლად.

 

როგორ აღვადგინოთ სხეული ავადმყოფობის შემდეგ?

 

მათთვის, ვისაც კორონავირუსის ინფექცია ჰქონდათ, დიეტოლოგები რეკომენდაციას უწევენ მსუბუქ დიეტას. ეს არის ჩვეულებრივი კვება ოთხჯერ დღეში, სადაც გამორიცხულია ცხიმიანი საკვები და ღორის ცხიმი, ცხელი სანელებლები და სოუსები. ბოჭკოვანი საკვები პირველ ადგილზეა -  მწვანილი, ბოსტნეული და ხილი. ეს საკვები ეხმარება ნაწლავებს ტოქსინების გამოდევნაში, რომლებიც გარდაუვალია ნებისმიერი დაავადების დროს. ვიტამინი C, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტი, რთულია მხოლოდ საკვებით მივიღოთ. რაციონში შეიტანეთ ციტრუსის ხილი, ვარდის ფოთლების ნახარში და ახალი ისპანახი - მაგრამ C ვიტამინის დამატება, კაფსულების სახით, არ იქნება ზედმეტი – რა თქმა უნდა ექიმის რეკომენდაციით.

 

 

იმუნიტეტი დაავადების შემდეგ განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მის გასაუმჯობესებლად კარგია გამოიყენოთ 2-3 კბილი ნიორი, არაუმეტეს 10 გრამი ჯანჯაფილი, კურკუმა და ლიმონი. 

 

A და E ვიტამინები ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სუნისა და გემოს აღდგენისთვის, რაც ხშირად იკარგება ავადმყოფობის დროს. ავოკადო, ახალი სტაფილო, ისპანახი, საქონლის ხორცი, თევზის ღვიძლი და კარაქი ამ ანტიოქსიდანტური ვიტამინების მიღების არაჩვეულებრივია ხერხია.

 

ომეგა -3 გვხვდება ცხიმიან თევზებში, როგორიცაა ქაშაყი, სკუმბრია, ორაგული... საჭიროა კვირაში მინიმუმ სამი ულუფა თევზის ჭამა. ომეგა- 3 ხელს უწყობს გულ–სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, აუმჯობესებს ძვლებისა და კანის მდგომარეობას, ამცირებს დეპრესიის რისკს, რაც ხშირად ემართებათ კოვიდინფიცირებულებს. 

 

 

მიიღეთ დიდი ოდენობით წყალი, მინიმუმ ერთი ლიტრი დღეში. შეეცადეთ ფიზიკური აქტივობითაც დაკავდეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!