როგორ გავაწყოთ სუფრა ბუკინგემის სასახლის მსგავსად – 10 მარტივი რჩევა სადღესასწაულო სადილისთვის - Gemrielia.ge

როგორ გავაწყოთ სუფრა ბუკინგემის სასახლის მსგავსად – 10 მარტივი რჩევა სადღესასწაულო სადილისთვის

 

ბუკინგემის სასახლეში დიდი სახელმწიფო მიღებების მომზადება ექვს თვეზე მეტხანს გრძელდება. ტატიანა ბაშკიროვამ, ლონდონის ინგლისური მანერის ეტიკეტის ექსპერტმა, გვითხრა, თუ როგორ უნდა მოვაწყოთ სუფრა  გაცილებით ნაკლები დროში.

 

1. სიმეტრია

 

სუფრაზე მთავარია ყველა ნივთის სწორი განლაგება. როიალ ბატლერები თავდაპირველად ცენტრალურ ელემენტს (დეკორს) დებენ და შემდეგ იწყებენ თითოეული კერძის განთავსებას, ერთმანეთისგან თანაბრად დაშორებულ მანძილზე. ეს ტექნიკა დაგეხმარებათ საოცრად ლამაზი სუფრის გაწყობაში.

 

2. გამოიყენეთ მაგიდის სუფრა

 

მაგიდის საფარებლის ქსოვილი აყალიბებს ტონს მთელ მაგიდაზე. ბუკინგემის სასახლეში სასურველია სქელი თეთრეულისაგან დამზადებული თეთრი სუფრები. ხელსახოცები სწორად მოათავსეთ მაგიდის კიდიდან 2,5 სმ დაშორებით.

 

3. დეკორი

 

დიდ  სუფრაზე ყოველთვის არის ცენტრალური ელემენტი რაიმე დეკორი. ეს შეიძლება იყოს ყვავილოვანი ან ნაძვის ხის კომპოზიცია: ნეიტრალური ან არც ისე მკვეთრი ურნელით, სისუფთავე და სუფრის პროპორციების სიზუსტე, არცერთ სტუმრს არ დატოვებს გულგრილს. შეგიძლიათ გამოიყენოთ სანთელიც, სპეციალურ სადგამთან ერთად, რომ ცვილი არ დაეშვას მაგიდაზე. საახალწლო სუფრაზე ცენტრალური ელემენტის როლს შეიძლება მთავარი კერძიც ასრულებდეს. 

 

4. სკამები

 

იზრუნეთ სკამებზე. ხშირად ხდება ისე, რომ მაგიდა ლამაზად არის გაშლილი, ხოლო სხვადასხვა სკამები კი გარეგნულ იერს აფუჭებს. ყურადღება მიაქციეთ სკამებს შორის მანძილს. 

 

სანამ მაგიდის გაშლას გააგრძელებდეთ, სკამები დაალაგეთ მაგიდის გარშემო, რომ სწორად გათვალოთ სიმეტრია სუფრაზე. 

 

 

5. დანაჩანგალი და თეფშები

 

დარწმუნდით, რომ თითოეულ სტუმარს აქვს მთავარი თეფში. მარცხნივ ყოველთვის ჩანგლებია, მარჯვნივ – დანები, დანის შემდეგ კი კოვზი. დანაჩანგალი რომ მოათავსეთ, დარწმუნდით, რომ ნათითურები არ დატოვეთ. უმჯობესია სუფრა ხელთათმანებით გააწყოთ.

 

6. ხელსახოცები

 

დიდ წვეულებებზე ქაღალდის ხელსახოცებს არასდროს იყენებენ. ამის ნაცვლად, ისინი თეთრეულს ან ბამბას აყენებენ. სახლში, შეგიძლიათ გამოიყენოთ სწორი ზომის. ნებისმიერი ქსოვილის ხელსახოცები, მოათავსეთ სადილის თეფშზე ან მის გვერდით. 

 

7. სანელებლები

 

სტუმრების რაოდენობიდან გამომდინარე, მაგიდაზე შეიძლება დადოთ რამდენიმე ნაკრები, ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით: მარილი, პილპილი, მდოგვი ან კეტჩუპი, რომელიც ყველა სტუმრისთვის მოსახერხებელი იქნება. 

 

8. ჭიქები

 

უმჯობესია ჭიქები მაგიდაზე ბოლოს განათავსოთ, რათა თავიდან აიცილოთ მტვრის დაგროვება ან სხვა გაუგებრობა. სუფრაზე მიტანის ბრიტანულ ვერსიაში, ჭიქები თეფშების მარჯვნივ, ერთ ხაზშია მოთავსებულია.

 

9. ბარათები

 

თუ მართავთ დიდ ღონისძიებას, კარგი იქნება თუ გამოიყენებთ ბარათებს, სტუმრების სახელებით და მოათავსეთ თეფშის ცენტრში. ამით მარტივად აიცილებთ თავიდან გაუგებრობებს. 

 

10. ატმოსფერო

 

შეხვდით და დაემშვიდობეთ სტუმრებს გულწრფელი სიხარულით, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია და ქმნის მთელი დღის განწყობას.