ზამთრის 5 დესერტი, რომლებიც საახალწლო განწყობას შეგიქმნით
ზამთარი - საშინაო შეხვედრებისთვის, სიმყუდროვისთვის, ჩაისა და გემრიელობებისთვის იდეალური დროა. თუ ზაფხულში უპირატესობას მსუბუქ დესერტებს, ნაყინს და გამაგრილებელ კოქტეილებს ვანიჭებთ, ზამთარში უფრო ნოყიერი დესერტები და რა თქმა უნდა, ცხელი სასმელები გვჭირდება.
ცივ სეზონზე ნამცხვრები და სასმელები აუცილებლად სურნელოვანი უნდა იყოს. ამიტომ არ უნდა დაიშუროთ სანელებლები: დარიჩინი, კოჭა, მუსკატი, მიხაკი. სასურველი არომატებით უნდა შექმნათ საახალწლო განწყობა.
- დესერტებში სეზონური ხილი: ხურმა, მანდარინი, ბანანი, კივი, ფეიხოა, ფორთოხალი, კომში და ბროწეული უნდა გამოიყენოთ.
არომატული ზამთრის დესერტი საახალწლო განწყობას და სიმყუდროვის შეგრძნებას აუცილებლად შეგიქმნით!
მაშ, ასე! წარმოგიდგენთ 5 გემრიელ დესერტს
1. ზამთრის ინგლისური ტორტი
თუ იდეალურ ზამთრის დესერტს ეძებთ, ინგლისური ტორტი სცადეთ. ის ძალიან ლამაზი, გემრიელი და ყველაზე უნივერსალური დესერტია. შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული კენკრა, შოკოლადი ან სეზონური შტოში.
ბეზესთვის:
- 4 ცივი კვერცხის ცილა
- 1 ჭიქა შაქარი
- ვანილი
შიგთავსი (კრემი):
- რძე 1 ლ.
- კვერცხი 1 ცალი.
- ფქვილი 5-6 ს/კ. (ან სიმინდის სახამებელი 4 ს/კ).
- შაქარი 1.5 ჩ.ჭ
- კარაქი 50-100 გრ
- ვანილინი 1 პაკეტი
- კაკაო 2 ს/კ
- ხილი: კენკრა, ან ნებისმიერი ხილი, გემოვნებით
- შოკოლადი 1 ფილა
მომზადება:
პირველ რიგში, ამოიყვანეთ ბეზე:
მშრალ ჭურჭელში, მიქსერის მაღალ სიჩქარეზე ათქვიფეთ კვერცხის ცილები და თანდათან დაამატეთ შაქარი. შემდეგ დაამატეთ ვანილი და გააგრძელეთ თქვეფა, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება და ბეზე არ ამოვა. ბეზე უნდა იყოს სქელი. საცხობ სინს დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი. წრიულ დიამეტრზე (დაახლოებით 20 სმ) გადაიტანეთ ბეზე, მიეცით ბურთის ფორმა და გამოაცხვეთ ღუმელში 120 გრადუსის ტემპერატურაზე, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. ბეზე კარგად უნდა გამოშრეს. ღუმელიდან უცბად არ გამოიღოთ. დატოვეთ და დააცადეთ გაგრილება.
კრემი:
- კვერცხის გული ათქვიფეთ შაქართან, დააყარეთ ფქვილი ან სახამებელი და დაასხით ნელ-ნელა რძე. თან კარგად გახსენით. დადგით ქვაბი ძალიან დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ. კრემი ნელ-ნელა გასქელდება. საკმარის სისქეს რომ მიიღებთ, გამორთეთ, დაუმატეთ კაკაო, კარაქი და ისევ კარგად მოურიეთ. როდესაც გაგრილდება, ჩააყარეთ ვანილინი და აურიეთ. კრემი გააცივეთ.
- გამომცხვარი ბეზე ამოღრუტნეთ, შიგნით ჩადეთ კრემი და სასურველი ხილი, მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი და მორთეთ კენკრით.
2. ცხელი შოკოლადი მარშმელოუთი
არაფერი ისე არ უხდება ზამთარს, როგორც ცხელი შოკოლადი, მას კი - მარშმელოუ. მარშმელოუ ზეფირის მაგვარი კანფეტია, რომელიც ჟელატინითა და შაქრით მზადდება. აარჩიეთ პატარა ზომის მარშმელოუები, რომლებიც ნებისმიერ მარკეტში იყიდება.
ინგრედიენტები:
• გახეხილი შოკოლადი 1 ფილა
• რძე 2 ჭიქა
• ვანილი 1 ჩ/კ
• შოკოლადის ლიქიორი 2 ჩ/კ
• პატარა ზომის მარშმელოუ მოსაყრელად
• კაკაო 2 ჩ/კ
მომზადება:
- შოკოლადი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, დაასხით რძე, გახსენით შიგნით კაკაო და კარგად აურიეთ.
- დადგით დაბალ ცეცხლზე. როდესაც ადუღებამდე მივა, ჩაუმატეთ ლიქიორი.
- გადაიტანეთ ჭიქებში და ჩაყარეთ მარშმელოუ.
დანარჩენი რეცეპტების სანახავად, გააგრძელეთ კითხვა..