ზამთრის დიეტა - როგორ ვიკვებოთ, რომ არ მოვიმატოთ ახალი წლის პერიოდში - Gemrielia.ge

ზამთრის დიეტა - როგორ ვიკვებოთ, რომ არ მოვიმატოთ ახალი წლის პერიოდში

ზედმეტი წონისაგან გათავისუფლება, როდესაც გარეთ ძალიან ცივა, გაცილებით რთულია, ვიდრე თბილ სეზონზე. კომფორტულად რომ ვიგრძნოთ თავი, უფრო მეტი რაოდენობის საკვებს და ცხელ სასმელს ვიღებთ, მაგრამ ამაზე ნერვიულობა არ ღირს. დიეტოლოგებმა სპეციალური „ზამთრის დიეტები“ შეიმუშავეს.

D ვიტამინი ერთადერთი საკვები ნივთიერებაა, რომელსაც სხეული მზის სხივების ზემოქმედებით ღებულობს, მაგრამ მისი დეფიციტის შევსება დიეტის საშუალებითაც შეიძლება.ზამთრის პერიოდში, ორგანიზი სწორედ D ვიტამინის ნაკლებობას განიცდის. კორონა ვირუსის პანდემიის დროს, ექიმები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ვირუსთან გამკლავებაში D ვიტამინი დიდ როლს ასრულებს და ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია კოვიდთან ბრძოლაში, მისი აქტიურად მიღებაა.
 

D ვიტამინით მდიდარი საკვები, რომელიც ზამთრის დიეტაში შეგიძლიათ ჩართოთ:

  • ქაშაყი, ორაგული, სარდინი და სხვა ცხიმიანი თევზი
  • დაკონსერვებული თინუსი
  • კვერცხის გული
  • სოკო
  • ძროხის რძე
  • Სოიოს რძე
  • ფორთოხლის წვენი


წინა საახალწლო პერიოდში ძალიან გინდება, რომ წონაში დაიკლო. დიეტა, რომელსაც წარმოგიდგენთ, ძალიან პოპულარულია ფინეთში. იქაური კლიმატური პირობები აიძულებს ხალხს უფრო ხშირად მიირთვან კალორიული საკვები. იმისათვის, რომ ჭარბი წონა ეროვნული პრობლემა არ გახდეს, ადგილობრივმა დიეტოლოგებმა სპეციალური დიეტა შეიმუშავეს.

„ფინური ზამთრის დიეტა“ საშუალებას გაძლევთ მიირთვათ უცხიმო რძის პროდუქტები, დაბალცხიმიანი ხორცპროდუქტები, თევზი, წიწიბურა, ქერი და შვრიის ფაფა. ამასთან, დღეში აუცილებლად უნდა მიიღოთ 2 ლიტრი სითხე. მათ შორის მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.
 

  • კატეგორიულად აკრძალულია საკონდიტრო ნაწარმი, ბრინჯი, თეთრი პური და კონსერვები.

ზამთრის დიეტის ხანგრძლივობა მინიმუმ ორი კვირაა. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ უფრო მეტ ხანსაც დაიცვათ, ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო პროდუქტების საკმაოდ დაბალანსებული რაოდენობის წყალობით.
 

საუზმეზე დასაშვები მენიუ:

 

  • 150 გრ. შვრიის ფაფა უცხიმო რძით.
  • 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი.
  • 250 გრ. უცხიმო ხაჭო
  • 100 გრ. ქათმის ძეხვი
  • ახალი ხილი

 

სადილზე დასაშვები მენიუ:

 

 

  • 250 გრ. ბოსტნეულის სუპ-პიურე
  • 100 გრ მოხარშული ქათმის ფილე
  • სწაფილოს და მწვანე ბოსტნეულის სალათი
  • 1 ჭიქა ფორთოხლის, ან კენკრის წვენი
  • ქაშაყის ფილე გარნირთან ერთად. (გარნირად შეგიძლიათ მოამზადოთ წიწიბურა, ან ქაშაყის ფილით მოამზადოთ სალათა „შუბა“.
  • 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი

 

ვახშამზე დასაშვები მენიუ:


 

 

  • 200 გრ. ბოსტნეულის პიურე
  • 100 გრ. „ნიკორას“ საქონლის მოხარშული ძეხვი
  • 100 გრ. წიწიბურას ფაფა წყალზე
  • უცხიმო ხაჭო 100 გრ.
  • შვრიის ფაფა უცხიმო რძეზე
  • 1 ჭიქა მაწონი, ან აირანი


დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე უნდა დალიოთ ერთი ჭიქა უცხიმო თბილი რძე.
 


საკმაოდ რთულია საყვარელ დესერტებზე და ტკბილეულზე უარის თქმა, ამიტომ გთავაზობთ დაბალკალორიული ხაჭოს ნამცხვრის რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ კვირაში ერთხელ მიირთვათ.
 

დიეტური ჩიზქეიქი ვაშლით

 

 

ინგრედიენტები:

ძირისთვის:
 

  • 120 გრ ორცხობილა;
  • 70 გრ შვრიის ფაფნტელი;
  • 100 გრ დაბალკალორიული კარაქი (აიღეთ 60%-იანი „საბუტერბროდე“);
  • 50 გრ ყავისფერი შაქარი.

შიგთავსი:
 

  • 450 გრ უცხიმო ხაჭო;
  • 2 კვერცხი;
  • 50 გრ ყავისფერი შაქარი;
  • 50 გრ თეთრი შაქარი;
  • ½ ჩაის კოვზი დარიჩინი
  • ⅛ კოვზი დაფქვილი კოჭა;
  • 2 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
  • მწიკვი ვანილინი;
  • 2 ვაშლი.


ზედა ფენისთვის:
 

  • 4 სუფრის კოვზი ფქვილი;
  • 4 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი
  • 50 გრ ყავისფერი შაქარი;
  • ½ ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 2 სუფრის კოვზი „საბუტერბროდე“ დღის კარაქი.

მომზადება:

  1. შეურიეთ ერთმანეთს დამსხვრეული „პეჩენია“, შვრიის ფანტელი, გამდნარი კარაქი და შაქარი. მოათავსეთ მასა 23 სმ დიამეტრის ჭურჭლის ძირში. გამოაცხვეთ 8-10 წუთი 180 ° C ტემპერატურაზე.
  2. ათქვიფეთ ხაჭო და კვერცხი, სანამ ერთგვაროვანი არ გახდება. დაამატეთ შაქარი, სანელებლები, სახამებელი და ვანილინი და კარგად აურიეთ. გადაიტანეთ შიგთავსი გაციებულ ძირზე, ზემოდან კი გაანაწილეთ გაფცქვნილი ვაშლის ნაჭრები.
  3. შეურიეთ ფქვილი, შვრიის ფანტელი, შაქარი, დარიჩინი და გამდნარი კარაქი. მოათავსეთ ეს ნარევი ვაშლის ფენაზე და შედგით ჩიზქეიქი ღუმელში 45 წუთის განმავლობაში.

 

გემრიელად მიირთვით!