კერძები, რომელსაც ყველასათვის საყვარელი მსახიობი ფილმებში მიირთმევდა - Gemrielia.ge

კერძები, რომელსაც ყველასათვის საყვარელი მსახიობი ფილმებში მიირთმევდა

 

18 დეკემბერს ბრედ პიტის დაბადების დღეა. დარწმუნებული ვართ, რომ მსახიობის სადღესასწაულო სუფრაზე ბევრი გემრიელი რამ ექნება, რადგან ის მუდმივად რაღაცას ჭამს თითქმის ყველა ფილმში, რომელშიც ითამაშა. ამბობენ, რომ ეს პირდაპირ გავლენას ახდენს იმიჯსა და  წარმატებაზე. გავეცნოთ ბრედ პიტის პერსონაჟების საყვარელ კერძებს.

 

ზოგიერთ ფილმში, ხშირი საჭმლის გაკეთება მისი პერსონაჟის იმიჯის ნაწილია. "ოუშენის 11 მეგობარში" მისი პერსონაჟი იმდენად დაკავებულია, რომ მას უბრალოდ დრო არ აქვს ჯდომისთვის და მშვიდად ჭამისთვის. ამიტომაც, მას ხშირად ვხედავთ რაიმე საღეჭი საკვებით. არსებობს თეორია, რომ რაც უფრო მეტი ჭამის სცენაა ფილმში, მით მეტად წარმატებულია.

 

საუზმე

 

სამუშაო დღე კარგი საუზმით უნდა დაიწყოთ. დილით ადრე, ბრედ პიტი მიირთმევს ბეკონსა და ქერს (გაიცანით, ჯო ბლექსი), შვრიის ფაფას, ბლინებს (მისტერ და მისის სმიტები) და დონატსა და ჯემს (ჯონი ზამში).

 

 

ვახშამი

 

ვახშმად ვხვდებით: წვნიანს (შვიდი წელი ტიბეტში), ხორციან რულეტს (ჯონი ზამში), ქათმის ხორცს ( მისტერ და მისის სმიტები), ლორს ( შემოდგომის ლეგენდები), კრევეტებს (ოუშენის 11 მეგობარი), დესერტად კი მიირთმევს ნაყინს ( ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა).

 

 

სწრაფი კვება 

 

კარტოფილი ფრი (ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა), პოპკორნი (ბენჯამინ ბატონის იდუმალი ამბავი), ბამბის ტკბილეული (ოუშენის 11 მეგობარი), არაქისის კარაქი (გაიცანით, ჯო ბლექი).

 

 

უახლესი ჰობი

 

გამოიცანით, რა სცადა ბრედ პიტმა კუენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში –  "ერთხელ ჰოლივუდში?"  ეს არის ძაღლის საკვები! თავდაპირველად, პიტი უბრალოდ აჭმევს ძაღლს, შემდეგ კი გადაწყვეტს საკუთარი კულინარიული ჰორიზონტის გაფართოებას.