როგორ გავაცალოთ ნუშს კანი ისე, რომ არ დარბილდეს? - ერთი მარტივი ხრიკი და საუკეთესო შედეგი - Gemrielia.ge

როგორ გავაცალოთ ნუშს კანი ისე, რომ არ დარბილდეს? - ერთი მარტივი ხრიკი და საუკეთესო შედეგი

ნუში ძალიან სასარგებლოა. იგი ვარდისებრთა ოჯახის ქლიავისებრთა ქვეოჯახს ეკუთვნის. გავრცელებულია უფრო აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. სამეურნეო თვალსაზრისით არჩევენ ჩვეულებრივი ნუშის ( Amygdalus communis) თხელ და სქელ ნაჭუჭა ფორმებს. ნუშის ჯიშები ერთმანეთისგან ზეთიანობის მიხედვითაც გამოირჩევა. ზეთს ამზადებენ მისი ნედლი თესლისაგან. ნუშის ზეთი უშრობი ცხიმია. იგი მიიღება ორივე სახის - ტკბილი და მწარე ნუშისაგან. უფრო მაღალი ხარისხით გამოირჩევა ცივი წესით მიღებული ზეთი.

 

ნუში შეიცავს დიდი რაოდენობით B1 და B2 ვიტამინებს. ამ მცენარის მოხმარების არეალი საკმაოდ დიდია, იგი გამოიყენება ფარმაკოლოგიაში, კოსმეტიკაში, კონიაკისა და საკონდიტრო წარმოებაში. მის თესლს, ესენციასა და ზეთს გამოიყენებენ სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად. შინაურ პირობებში მზადდება ნუშის რძე, რომელიც კანის გაწმენდის საუკეთესო საშუალებად არის მიჩნეული.

 

 

როგორ გავაცალოთ ნუშს კანი ისე, რომ არ დარბილდეს?

 

ამისათვის ერთ მარტივ ხრიკს გასწავლით. საღამოს გარჩეული ნუში ცივ წყალში ჩაყარეთ, დილით გადაწურეთ და მდუღარე წყალი დასხით, ხუთ წუთში გადაწურეთ. ვერც კი წარმოიდგენთ, იმდენად მარტივად მოშორდება კანი.

 

თუკი ერთ ღამეს ვერ მოიცდით და სწრაფი შედეგი გსურთ, მაშინ ნუში პირდაპირ მდუღარე წყალში ჩაყარეთ და 4-5 წუთით გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ, კანი ფრთხილად გააცალეთ და იმავე დღეს გამოიყენეთ. თუ ამ ხერხს გამოიყენებთ, კანგაცლილი ნუში 2-3 დღე დააყოვნეთ და თავისით გამაგრდება.