5 პროდუქტი, რომელიც უნდა მიირთვას 50 წელს გადაცილებულმა ქალმა - Gemrielia.ge

5 პროდუქტი, რომელიც უნდა მიირთვას 50 წელს გადაცილებულმა ქალმა

 

45-50 წლის ასაკში თითქმის ყველა ქალს აქვს ჰორმონების (ესტროგენებისა და პროგესტერონების) დეფიციტი. ამის გამო, კანში კოლაგენის დონე მცირდება, ნაოჭები ჩნდება. არსებობს საკვები, მდიდარი ფიტოესტროგენებით, მცენარეული ნივთიერებებით, რომლებიც თავისი სტრუქტურით ჰგავს ქალის სასქესო ჰორმონებს – ესტროგენებს. მათში შედის სხვადასხვა ნაერთები, როგორიცაა იზოფლავონები, ლიგნანები, სტილბენები. რა საკვებში არიან ისინი?

 

სელის თესლი

 

ეს პატარა თესლი, ოქროსფერი ან ყავისფერი ფერის, წარმოუდგენლად მდიდარია ქიმიკატების ჯგუფით, რომლებსაც ლიგანებს უწოდებენ და ფიტოესტროგენების მსგავსად მოქმედებენ. სელის თესლი შეიცავს 800- ჯერ მეტ ლიგანანს, ვიდრე სხვა მცენარეული საკვები. ყოველდღიურად დაამატეთ სალათებს, წვნიანებსა და მოხარშულ ცხელ კერძებს სელის თესლი.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სელის თესლში აღმოჩენილ ფიტოესტროგენებს შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეთ ძუძუს კიბოს რისკის შემცირებაში, განსაკუთრებით პოსტმენოპაუზის პერიოდში ქალებში.

 

 

ნიორი

 

სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ ნიორი წარმოუდგენლად ჯანსაღი საკვებია. იგი მდიდარია ფიტოესტროგენებით, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სისხლში ესტროგენების დონეზე. გარდა ამისა, ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნივრის ზეთმა შეიძლება დაიცვას ესტროგენის უკმარისობასთან და ძვლების გათხელებასთან დაკავშირებული პრობლემებისაგან. 

 

სოიო

 

მაღალი მცენარეული ცილისა და ფიტოსტროგენების შემცველობით ისინი ლიდერობენ. შეუძლიათ გააკონტროლონ სისხლში ესტროგენების დონე - გაზარდონ ან შეამცირონ საჭიროების მიხედვით.

 

სეზამი

 

სეზამის თესლებში ბევრი ფიტოესტროგენია. ჩატარდა კვლევა, რომლის დროსაც ქალები 5 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად მოიხმარდნენ 50 გრამი სეზამის თესლის ფხვნილს. ამან არამარტო გაზარდა ესტროგენის აქტივობა, არამედ სისხლში ქოლესტერინის დონის ნორმალიზებაც. დაუმატეთ სეზამის თესლი სხვადასხვა კერძებს. 

 

 

ატამი

 

ატამი შეიცავს არა მხოლოდ ვიტამინებსა და მინერალებს, არამედ ფიტოესტროგენებს, რომლებიც ლიგანების სახელით არის ცნობილი. ლიგნებით მდიდარ დიეტას შეუძლია შეამციროს ძუძუს კიბოს რისკი 15% -ით ქალებში.