რა მოვამზადოთ საახალწლოდ? შეფმზარეული Facebook Live-ში 3 რეცეპტს გაგვიზიარებს - Gemrielia.ge

რა მოვამზადოთ საახალწლოდ? შეფმზარეული Facebook Live-ში 3 რეცეპტს გაგვიზიარებს

25 დეკემბერი, პარასკევი, 18:00 საათი - ჩაინიშნეთ ეს დღე!

 

ჩვენი ერთგული მკითხველისთვის შეფმზარეული სოსო ხაინდრავა პირდაპირ ეთერში მოამზადებს კერძებს „გემრიელიას“ ჯგუფში

 

საახალწლო სუფრისთვის სამზადისი ახალ ეტაპზე გადადის. ჩვენი რუბრიკა „საახალწლო მენიუ“ წარმოგიდგენთ შეფმზარეულის, სოსო ხაინდრავას ლაივჩართვას პირდაპირ სამზარეულოდან.

 

 

სოსო ხაინდრავამ წარმატებით დაასრულა საქართველოს კულინარიის აკადემია და უკვე წლებია ამ სფეროში მუშაობს. აქვს სხვადასხვა რესტორანში მუშაობის გამოცდილება და არაერთი საავტორო რეცეპტი.

 

სოსომ სპეციალურად ჩვენი მკითხველისთვის შეადგინა სამკომპონენტიანი მენიუ, რომელიც თქვენს საახალწლო სუფრას ნამდვილად დაამშვენებს.

 

საახალწლო სეტი ასე გამოიყურება:

 

მთავარი კერძი - დამარინადებული ქათამი ბოსტნეულის გარნირით, კენკრისა და ტკბილმწარე სოუსით

დესერტი - გამომცხვარი გოგრა ნაყინით

სასმელი - გლინტვეინი

 

რაც მთავარია, სამივე მათგანი სეზონური ინგრედიენტებით მზადდება, არის მარტივი მოსამზადებელი და ბიუჯეტური.

 

შემოგვიერთდით ჯგუფში და შეიქმენით საახალწლო განწყობა!