„პორტ ტონიკი“ - მარტივი და განსხვავებული სასმელი პორტუგალიიდან, რომელიც ახალი წლის ღამეს აუცილებლად უნდა მოამზადოთ - Gemrielia.ge

„პორტ ტონიკი“ - მარტივი და განსხვავებული სასმელი პორტუგალიიდან, რომელიც ახალი წლის ღამეს აუცილებლად უნდა მოამზადოთ



2020 საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე წელი იყო. სწორედ ამიტომ, ყველა ადამიანი მოუთმენლად ელოდება ახალი წლის დადგომას. ახალი წელი ყოველთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულია, განსაკუთრებით კი წელს, როდესაც ახალი დასაწყისები და ახალი ცხოვრება, ყველა ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

 

მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ღამის 12 საათს ყველანი სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში შევეგებებით და მათთან ერთად დავიწყებთ კალენდრის ახალი დღეების ათვლას. ამიტომ, წელს, საახალწლო სუფრა, რაც შეიძლება მრავალფეროვანი, განსხვავებული და რაც მთავარია, დასამახსოვრებელი უნდა იყოს. ჩვენ გთავაზობთ ძალიან მარტივი პორტუგალიური სასმლის, „პორტ ტონიკის“ მომზადებას, რათა თქვენი ახალი წელი, კიდევ უფრო ჯადოსნური იყოს!

 

ამ ძალიან განსხვავებული და სახასიათო კოქტეილის მოსამზადებლად, პირველ რიგში, დაგჭირდებათ ტკბილი და ბლანტი პორტვაინი, ალკოჰოლის მაღალი შემცველობით. 

 

ორიგინალ რეცეპტში, პორტოს ღვინო, პორტვაინია გამოყენებული. პორტვაინი ტკბილი, შემაგრებული ღვინოა დოუროს ხეობიდან, პორტუგალიის ჩრდილოეთ ნაწილიდან. მისი სახელი მომდინარეობს ქალაქ პორტუდან — პორტის ღვინის ექსპორტისა და ვაჭრობის ცენტრი. ამ ღვინოს პორტუგალიაში მე-15 საუკუნიდან ამზადებენ. პორტვაინი, როგორც წესი,  ბლანტი, მდიდარი ბუკეტის, ტკბილი და მაღალალკოჰოლიანია ვიდრე სხვა ღვინოები. მას, როგორც წესი, საჭმლის შემდეგ დესერტად მიირთმევენ, ან ყველთან ერთად. ღვინოში ალკოჰოლის შემცველობა მერყეობს 18%-დან 30%-მდე.

 

 

შეიძლება არ გსმენიათ თეთრი პორტვაინის შესახებ, მაგრამ ეს პორტოს ღვინოს ერთ-ერთი ფავორიტი არომატია წელიწადის ამ დროს. ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად საახალწლო კოქტეილის მოსამზადებლად, თეთრი პორტვეინი საუკეთესოა არჩევანია, რადგან მიიჩნევა, რომ მისი არომატი, ყველაზე მეტად უხდება სადღესასწაულო განწყობას. 

 

ინგრედიენტები: 

•    თეთრი პორტვეინი;
•    მატონიზირებელი წყალი „ბუღა“;
•    1 ლიმონის ნაჭერი;
•    ცოცხალი პიტნა;

 

მომზადების წესი: 

•    პირველ რიგში, შეავსეთ ჭიქის ¾ ყინულით;
•    დაამატეთ 100 მლ. პორტვაინი და გააზავეთ 200 მლ. მატონიზირებელი წყლის გამოყენებით;
•    ნაზად მოურიეთ;
•    მორთეთ ლიმონითა და პიტნით*

 


ამ შემთხვევაში, ჩვენი არჩევანია ტონიკის პირველი ქართული ბრენდი, ბუღა. მისი დაბალანსებული გემო იდეალურად აზავებს ნებისმიერ კოქტეილს და სასმელს, მხოლოდ აუცილებელი არომატებით ამდიდრებს. „ბუღა ტონიკი“ კომპანია „წყალი მარგებელმა“ საავტორო პროდუქტია. პირველი ქართული მატონიზირებელი წყლის  გემო, საქართველოს ბარმენთა ასოციაციასთან თანამშრომლობით შეირჩა და საუკეთესო არჩევანია კოქტეილების შესაქმნელად.  „ბუღა“  სს „წყალი მარგებლის“ ქარხანაში იწარმოება , რაც ხარისხის გარანტიაა.

 

გემრიელად მიირთვით და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, ღამის 12 საათზე, სურვილის ჩაფიქრება - ახალი წელი ხომ ჯადოსნური დღესასწაულია!

 

*ლიმონი და პიტნა, გემოვნების მიხედვით, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მწვანე ზეთისხილით, რომელიც, ასევე ძალიან უხდება „პორტ ტონიკს“