როდის უნდა შევაზავოთ სალათები მაიონეზით და კიდევ 3 ხრიკი საახალწლო სუფრისთვის - Gemrielia.ge

როდის უნდა შევაზავოთ სალათები მაიონეზით და კიდევ 3 ხრიკი საახალწლო სუფრისთვის

მრავალწლოვანი ტრადიციით, ახალი წლის ღამე, ეს უპირველეს ყოვლისა ლამაზად გაწყობილი სუფრაა. მაგრამ ხომ შეიძლება, ახალი წლის წინა დღეები სულ სამზარეულოში არ გავატაროთ? საახალწლო სუფრისთვის დაგვეხმარება დრო ეკონომიურად გამოვიყენოთ და სასიამოვნოდ გავაოცოთ ოჯახის წევრები.

 

სალათები სუფრაზე მიტანამდე ჯობია ცოტა ხნით ადრე შევკმაზოთ მაიონეზით

 

ხანდახან ყველაზე საყვარელი სალათებიც კი არასასურველად იქცევა დღესასწაულის მეორე დღეს, რადგანაც ერთიანი მასა ხდება. ამიტომ უკეთესი იქნება მაიონეზით სალათის მხოლოდ ის ულუფა შევკმაზოთ, რომლის მიტანასაც ვაპირებთ სუფრაზე და არა მთლიანი მასა. აგრეთვე თუ არის იმის საშუალება, რომ დაჭრილი ინგრედიენტები ერთმანეთისგან განცალკევებული გვქონდეს, სტუმრების მოსვლის წინ შეურიოთ ერთმანეთს და შევკმაზოთ მაიონეზით, უკეთესი იქნება.

 

 

როგორ გავაციოთ შამპანური სწრაფად პირსახოცის საშუალებით

 

1. დავასველოთ სამზარეულოს პირსახოცი, ოდნავ გავწუროთ, ისე, რომ წყალი არ წვეთავდეს.

 

2. შემოვახვიოთ ბოთლს და შევდგათ საყინულეში.

 

 

სისველე თანაბრად გააციებს ბოთლს ჩვეულებრივზე შედარებით ჩქარა, დაახლოებით 10-15 წუთში.

 

კითხვის გაგრძელება