ახალგამოწურული წვენები ჩვენი ჯანმრთელობისთვის - Gemrielia.ge

ახალგამოწურული წვენები ჩვენი ჯანმრთელობისთვის


სტაფილო ჯანჯაფილის ფესვთან და ვაშლთან ერთად - წმენდს და აძლიერებს ორგანიზმს.

ვაშლი კიტრთან და ნიახურის ღერებთან ერთად - ამცირებს ქოლესტერინს, აქვს კიბოს პროფილაქტიკისა და თავის ტკივილის საწინააღმდეგო თვისებები.

პამიდორი სტაფილო და ვაშლი - კანის სტრუქტურას აუმჯობესებს და მათაც ეხმარება, ვისაც სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

ფორთოხალი ჯანჯაფილთან და კიტრთან ერთად კანს უხდება, ატენიანებს და ელასტიურობას სძენს.

ანანასი ვაშლთან და საზამთროსთან ერთად ორგანიზმიდან ზედმეტ მარილებს გამოდევნის, ასტიმულირებს თირკმელების და შარდის ბუშტის მუშაობას.

ვაშლის კიტრის და კივის მიქსი ასევე კანისთვისაა სასარგებლო

მსხალი და ბანანი - სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.

სტაფილოს წვენი ვაშლით, მსხლით და მანგოთი წმენდს ორგანიზმს, აქვს ანტიტოქსიკური და ანტიოქსიდანტური მოქმედება, არეგულირებს სისხლის წნევას.

ნესვის და ყურძნის წვენი უჯრედებს ააქტიურებს და იმუნიტეტს აძლიერებს.

ბანანი ანანასთან და რძესთან ერთად შეკრულობის დროს ძალიან სასარგებლოა, ხოლო იგივე ნარევი, ბანანის ნაცვლად პაპაიით, მეტაბოლიზმს აუმჯობესებს და შესაბამისად კანიც უფრო ჯანსაღი ხდება.