2020 საჭმელი რომ იყოს... - სახალისო შედარებები 2020 წლის გასაცილებლად - Gemrielia.ge

2020 საჭმელი რომ იყოს... - სახალისო შედარებები 2020 წლის გასაცილებლად

2020 წელი პანდემიის გამო მთელი მსოფლიოსთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. ყველაფერის მიუხედავად, როგორც ამბობენ, „იუმორი გადაგვარჩენს“, ამიტომ გიზიარებთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ სახალისო კომენტარებს, თუ რა იქნებოდა 2020, საჭმელი რომ იყოს. გაგვიზიარეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში.

 

•    კიტრის მწნილის მჟავე, მარილი ყველა მწარე და მჟავე კერძი;

•    შხამიანი სოკო;

•    ხახვი. არავის არ უყვარს, მაგრამ რაღაც დოზით ყველაფერს სჭირდებოდა;

•    კარანტინში რომ აკეთებდა ყველა - ბლინები;

•    ნიგოზში გაკეთებული ღამურა;

•    ეს ჩემი ნახელავია, ცოტა გავერთე. არ მეგონა ამდენ ხანს თუ შეგვაწუხებდა

 

 

•    უმარილო ტყუილი სუპი, პურჩაყრილი, რომ ვერ ჭამ, ურევ, ურევ და უარესად ილაფება,,, ელოდები, როდემდე გეყოფა ნერვები, რომ ამოაყირავო და დამთავრდეს...

•    რამე მაიონეზიანი, უგემური

•    მკვახე ხურმა. კარალიოკი რომ გგონია, ლამაზი როა, რომ ჩაკბეჩ და გვალვას დაგიყენებს პირში

•    ნუგა - კბილებზე რომ გეწეპება და ქაღალდიანად ღეჭავ

•    „ანაკომის პაჩკის სუპი“, არაფერი სასარგებლო აქ იცი, მაგრამ რომ გშია, ჭამ

 

 

•    დიდი,თათრული გოგრა! მწიფე რომ გგონია.მოხარშავ და არც გემო აქვს და არც სუნი!

•    ბაყაყის ჩაქაფული

•    ხალადეცი

•    ხაში

•    თევზი ფუგუ, რომელიც ზოგს სწორად მომზადებული შეხვდა და ზოგს არა.

•    საჭმელი არა, მაგრამ სამელი - ჭაჭა

•    ძირს ნაგდები გურული ღვეზელი რომელიც ჭამე. ბოლომდე. მაშინ როცა საერთოდ არ გშია.

 

 

•    ჩემი ყოფილის აჯაფსანდალი

•    ზღარბი...პ.ს. კი ბატონო, არაა ზღარბი ნორმალური ხალხის საჭმელი, მაგრამ არც ეს წელი იყო საწლო ნორმალური ხალხისთვის. პასუხია: ზღარბი

•    მანის ფაფა... ბავშვობიდან მეზიზღება...... ასეთი იქნებოდა 2020 წელი... თან კურკუშალებიანი ფაფა...

•    შილაფლავი, რაც მაგან სიკვდილიანობა გამოიწვია...

 

და ბოლოს:

•    საჭმელი რომ არ იყო და მაინც რომ ჭამეს, ე მიტომ გვაქვს დაუვიწყარი 2020