გოზინაყს ჭრით და იშლება? – რჩევები გამოცდილი დიასახლისებისგან - Gemrielia.ge

გოზინაყს ჭრით და იშლება? – რჩევები გამოცდილი დიასახლისებისგან

 

გოზინაყი საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია. ეს ტკბილი და გემრიელი დესერტი მართალია, ბევრ ინგრედიენტს არ მოითხოვს, მაგრამ მზადებისას შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგი მიიღოთ, მაგალითად ვეღარ დაჭრათ. განვიხილოთ, რა უნდა გავაკეთოთ რომ ამ მდგომარეობამდე არ მივიდეს გოზინაყი:

 

1.  თუ გოზინაყი იშლება თაფლი აკლია და დუღილი. ცოტა თაფლი აადუღეთ, ზევიდან მოასხით და მასას შეკრავს. 

 

2. დაამრგვალეთ ბურთებივით,შოკოკადშიც შეგიძლიათ ამოავლოთ

 

3. ჩააბრუნე ისევ იმ ტაფაში, ნელ ცეცხლზე დადგით, ორი სუფრის კოვზი შაქარი დაუმატეთ და ურიეთ განუწყვეტლივ. თითით გასინჯეთ წებოვნება, შემდეგ გადაიტანეთ სველ ფიცარზე. გამაგრებას რომ დაიწყებს, თბილად დაჭერით რომბისებურად.

 

 

4. წინასწარ შედგით ფიცარი საყინულეში, სანამ გოზინაყს დაასხამთ ზედ არც ეწებება და მალევე ცივდება.

 

5. ხელ მეორედ დაადგით, გაცხელებამდე, შემდეგ ცოტა სველ დაფაზე გაშალეთ.

 

6. ჩააბრუნეთ ქვაბში, მოურიეთ. გადმოღებამდე 1 კოვზი შაქარი მოაყარეთ და  კიდევ მოურიეთ. მოათავსეთ სველ დაფაზე.

 

7. დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი შაქარი და 10 წუთით შუშეთ, ძალიან დაბალ ცეცხლზე.

 

8. დანა კარგად გააცხელეთ და ცხელი დანით დაჭერით.

 

ასევე დაგაინტერესებთ საუკეთესო გოზინაყის რეცეპტები, იხილეთ აქ..