ვარგა თუ არა საკვებად გათეთრებული ხიზილალა? - Gemrielia.ge

ვარგა თუ არა საკვებად გათეთრებული ხიზილალა?

 

წითელ ხიზილალა მედიცინაში ძვირფას და მნიშვნელოვან საკვებად მიიჩნევა. ის შეიცავს აუცილებელ ვიტამინებსა და სხვა ნივთიერებებს - პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც შეუცვლელია სისხლძარღვებისა და ზოგადად, ნივთიერებათა ცვლის პროცესისთვის, რადგან ამცირებს ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკს.

 

ხიზილალა შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც ღირებული ვიტამინია ბავშვებისთვის, ასევე, D  E  და A ვიტამინებს.

 

ხიზილალას მომზადება სახლშიც მარტივად შეგიძლიათ, მომზადების წესი იხილეთ აქ... 

 

ა იწვევს სახლში მომზადებული ხიზილალის გათეთრებას?

 

ფერის შეცვლა შესაძლოა გამოიწვიოს ცხელ წყალში გასუფთავებამ.

 

რა მოვიმოქმედოთ ამ შემთხვევაში?

 

შეაზავეთ ზეთითა და მარილით მშრალად, ჩადეთ ქილაში. დაელოდეთ, ხიზილალამ უნდა მიიღოს ოქროსფერი ფერი და შემდეგ, გემრიელად მიირთვით.