„შუს ცომი ცხობისას სულ მივარდება, მიშველეთ!“ - წაიკითხეთ ქართველი დიასახლისების რჩევები
შუ ერთ–ერთი უგემრიელესი დესერტია. დაგვეთანხმებით, ამავდროულად ძალიან რთულად მოსამზადებელია. ამ შემთხვევაში, თითოეულ დეტალს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ხდება ხოლმე, თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ დასკვნით ნაწილში შუ ფორმას კარგავს. გაგიზიარებთ რამდენიმე ხერხს, სიტუაციის გმოსასწორებლად:
1. არ გამოაღოთ კარები მაშინათვე. გააგრილეთ ღუმელი და შემდეგ გამოიღეთ შუ. გამოცხობის შემდეგ, სამი-ოთხი თითის სიდიდეზე ღია დატოვე ღუმელის კარი, ნახევარი საათით ან მეტი დროით და შემდეგ გადმოიტანეთ.
2. შესაძლოა გამოცხობა აკლდეს. ღუმელში უნდა აცხოთ მანამ, სანამ გადამსკდარი ნაწილებიც არ შეწითლდება და ბოლომდე არ გამოშრება.
3. სანამ კარგად არ შეპიწკინდება იქამდე არ გამოღოთ ღუმელიდან და არ ჩავარდება.
4. თავიდან მაღალ ტემპერატურაზე უნდა ცხობა, როდესაც კარგად ამოვა და ოდნავ მოიბრაწება, დაუწიეთ ტემპერატურას და ისე გამოაცხვეთ. 20 წუთით უნდა იყოს 200 გრადუსზე, 10 წუთით 150 გრადუსზე და დაუწიეთ ტემპერატურას. სულ 30 წუთით უნდა ცხვებოდეს და არ ჩავარდება.