2 საათის წინ მოვზილე ცომი და ჯერაც არ აფუებულა.. – როგორ გამოვასწოროთ შეცდომა
ცომის არაფუება რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ერთ–ერთი მიზეზი ცხელი წყალია. თუ წყალი ძალიან ცხელია, საფუარი თავის თვისებებს კარგავს და ცომი არ ამოვა. ასე მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუ ცოტა საფუარით და ცივი წყლით მოზელთ. ამ შემთხვევაში დაუმატეთ გრილი წყალი, გაათხელოთ. შემდეგ დაამატეთ 1 ჩაის კოვზი საფუარი და მოზილეთ. შეაგუნდავეთ ზეთიანი ხელით, გააკეთეთ ნაზი ცომი, ხელზე არ უნდა გეკვროდეთ, ამაში კი ზეთი დაგეხმარებათ.
თუ ცომი არ ამოდის, პატარა თასში ჩაყარეთ საფუარი, დაამატეთ ცოტა ფქვილი, ცოტა შაქარი და თბილი წყალი იმდენი რომ თხელი ფაფა მიიღოთ, როცა კარგად ამოვა, შეაზილეთ ამ ცომს და დადგით სითბოში, აუცილებლად ამოვა.
შესაძლოა მსგავსი მოვლენა სიცივემაც გამოიწვიოს, ჩართეთ გაზქურა 100 გრადუსსზე და შედგით შუაზე შეფუთული ცოტა ხნით და ცომი ამოვა.
იმისთვის რომ დაზღვეული იყოთ, ჭიქაში ჩაყარეთ 1 ჩ/კ შაქარი და საფუარი იმდენი, რასაც აყრით ხოლმე. ცალკე ჭიქაში გაანელეთ წყალი, დაასხით შაქარშერეულ საფუარს, მოურიეთ და დაელოდეთ 5 წუთით. როდესაც ამოფუვდება, ჩაასხით და მოზილეთ ცომი. ფქვილი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის და წყალიც თბილზე ოდნავ მეტი ტემპერატურის. რაც შეეხება ცომს, რომელიც არ გაღვივდა, შეგიძლიათ შეაზილოთ ახალად გახსნილი საფუარი და ჩაზილოთ, გაუთბეთ ძირის საფენი და კიდევ შეფუთეთ თბილად.
ასევე, დააკვირდით საფუარის ვარგისიანობას. ვადაგასული საფუარი ცომის არაფუების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.