„დამეხმარეთ, ემალის ქვაბს ვერ მოვაცილე დამწვრობა..“ – ხერხები, რომლებიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაჭრაში
სამზარეულოში ფუსფუსი, განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში, ზედმეტად დატვირთულია. გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც ხშირია, მაგალითად შიძლება ქვაბი დაგეწყვათ, ლაქა გაუჩნდეს და ა.შ. რა უნდა მოიმოქმედოთ მაშინ, როდესაც ემალის ქვაბს უჩნდება დამწვრობა და ვერ აცილებთ? გიზიარებთ გამოცდილ ხერხებს:
1. წყალი ჩაასხით, სოდა ჩაყარეთ და ადუღეთ ცოტა ხნით. თავისთავად მოცილდება.
2. დააყარეთ სოდა, დაასხით ცხელი წყალი და გააჩერეთ. დაელოდეთ, თავისით დაალბობს, დაახლოებით 5 დღეში. ეცადეთ, სოდა ბევრი გამოიყენოთ.
3. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფეირი და სოდა მისით ჩაანაცვლოთ.
4. მოადუღეთ ლიმონთან ერთად წყალი.
5. "დომესტოსი" დაასხით და გააჩერეთ მთელი ღამე, არც ხეხვა დაჭირდება. შემდეგ, სოდითა და ჟელეთი კარგად გარეცხეთ.
6. წამოადუღეთ ძმარი და სოდა. დატოვეთ 1 დღით.