რა დანიშნულება აქვს შობის სანთელს, რომელსაც სარკმლის წინ ვანთებთ - დეკანოზის პასუხი
შობის დღესასწაული ეს არის დღე, როდესაც იშვა და კაცობრიობას ხორციელად მოევლინა განკაცებული უფალი - იესო ქრისტე.
„მთელი სამყარო დუმს ამ საიდუმლოთა საიდუმლოს ხილვით, მარადისობა მოვიდა დროში, რომ დროში მყოფნი მარადისობაში შესულიყვნენ. ღვთაებრივმა ყრმამ თავისი შობით ხელმეორედ გვშვა ყველანი მადლსა და უკვდავებაში“, - ბრძანებს წმინდა ანატოლი ოპტელი...
პეტრე გიორგაძე, დეკანოზი:
- იხმია რა აკრძალული ხის ნაყოფი ადამმა და დამარცხდა, ამ დამარცხებით მან დაკარგა ბატონობა, მეფობა ხილულ სამყაროზე - ის ბოროტმა მიიტაცა, მაგრამ უფალმა დამარცხებულ და სამოთხიდან გამოდევნილ ადამს მისცა აღთქმა, რომ არ მიატოვებდა დაცემულ მდგომარეობაში, ადამიანი უფლის დახმარებით შეძლებდა ბოროტზე გამარჯვებას და სამოთხეში დაბრუნებას, უფალთან შეწყვეტილი საუბრისა და დაკარგული ერთობის აღდგენას. ადამისადმი, მისი სახით კი შემცოდე მთელი კაცობრიობისადმი, ღვთის მიერ მიცემული აღთქმის აღსრულებას ათასწლეულები დასჭირდა.
ათასწლეულების შემდეგ კაცობრიობას მოევლინა მაცხოვარი, მხსნელი, განკაცებული უფალი - იესო ქრისტე. განხორციელება ღვთისა მოხდა უწმინდეს ჭურჭელში - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელში, რომელიც თავის მხრივ, განსაკუთრებულად იქნა შერჩეული ამ უდიდესი საიდუმლოს აღსასრულებლად... განკაცებული უფალი მოევლინა, ვითარცა ახალი ადამიანი, რომელსაც ძველი, შეცოდებული ადამის ცოდვის შედეგად დაცემული კაცობრიობა უნდა გამოეხსნა და განეახლებინა.
- რამდენიმე წელია, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, შობის დღესასწაულის ღამეს სარკმელში სინათლის დანთების ტრადიცია დამკვიდრდა...
- ვიცით, რომ მაცხოვრის შობის მოახლოების ჟამს, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოლოგინების დრო მოახლოვდა, მართალ იოსებსა და მარიამს რომის იმპერიაში გამოცხადებული საყოველთაო აღწერის გამო, ბეთლემში წასვლა მოუხდათ. ისინი ამაოდ ეძებდნენ ღამის გასათევ ადგილს. სასტუმროში ღამის გასათევად თანხა არ ჰქონდათ, ღარიბ-ღატაკნი კი არც ერთმა სახლმა არ მიიღო... შობის ღამით სარკმელში სანთლის დანთებით სიმბოლურად მივანიშნებთ, რომ ჩვენი გული და სახლი მზად არის მიიღოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ვითხოვთ, შინ გვეწვიოს და ჩვენს სახლში იშვას უფალი. კითხვის გაგრძელება