5 შეკითხვა, რომელიც შობის დღესასწაულის შესახებ ბევრს უჩნდება - Gemrielia.ge

5 შეკითხვა, რომელიც შობის დღესასწაულის შესახებ ბევრს უჩნდება

 

შობის დღესასწაული ქრისტიანული სამყაროს უდიდესი და გამორჩეული მოვლენაა, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ტრადიციულად 7 იანვარს აღნიშნავს. არსებობს რამდენიმე შეკითხვა, რომელიც ხშირად ჩნდება საზოგადოებაში ამ ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით. ქვემოთ შევეცდებით ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემას:


1. რატომ აღნიშნავს ქრისტიანთა ნაწილი ქრისტეშობას 25 დეკემბერს, ნაწილი კი - 7 იანვარს?

 

 

თავიდან შობის დღესასწაულს ყველა ქრისტიანული ეკლესია 25 დეკემბერს აღნიშნავდა. მაგრამ 1582 წელს რომის პაპმა გრიგორი XIII-მ მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლისა. მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უარი თქვა ახალ სტილზე გადასვლაზე და განაგრძო ძველი, იულიანური კალენდრით ცხოვრება, რომელიც 13 დღით ჩამორჩება გრიგორიანულს. ამიტომ მართლმადიდებელი ქრისტიანების უმეტესობა - ქართული, რუსული, იერუსალიმისა და სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიები, ასევე ათონის მონასტრები და აღმოსავლური ტიპიკონის კათოლიკური ეკლესიები - ქრისტეშობას 25 დეკემბრის მაგივრად 7 იანვარს აღნიშნავს.

 


 

2. რატომ არის მიღებული შობის დღესასწაულზე ფანჯარასთან სანთლის ანთება?

 

 

როცა მარია და იოსები ბეთლემში მივიდნენ, ქალაქში მათ ადგილი აღარ ნახვდათ. ამიტომ ქრისტიანები შობას ნაძვის ხეზე ან ფანჯარასთან ანთებენ სანთელს, რითაც სიმბოლურად სახლში იწვევენ ღვთისმშობელს. თავიდან ნაძვის ხეზე ნამდვილ სანთლებს ანთებდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში უსაფრთხოების მიზნით სანთლები ელექტრო ნათურებმა და გირლანდება შეცვალა. ფანჯარასთან სანთლის დანთების ტრადიცია კი დღემდე გრძელდება.
 

3. რა კავშირია შობასა და სანტა კლაუსს შორის? გააგრძელეთ კითხვა...