რომელ ფანჯარაზე უნდა დაანთოთ სანთელი და აქვს თუ არა ამას არსებითი მნიშვნელობა - Gemrielia.ge

რომელ ფანჯარაზე უნდა დაანთოთ სანთელი და აქვს თუ არა ამას არსებითი მნიშვნელობა

 

ქრისტეს შობა უდიდესი დღესასწაულია მართლმადიდებლურ სამყაროში. მორწმუნეები დიდი სიხარულით ხვდებიან დღესასწაულს, ნაწილი ტაძარში, ნაწილი – სახლში. სრულიად საქართველოს კათალოკოს–პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს ლოცვა–კურთხევით, ფანჯრებთან სანთლების დანთების ტრადიცია 2000 წლიდან განახლდა. 

 

ღამით, ყველა სარკმელთან, თითო სანთელი ინთება და ითვლება, რომ ეს ერთგვარი სიმბოლოა. ამ გზით საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებლები მათ ოჯახებსა და სულებში მაცხოვრის დაბადებასა და შემოსვლას გამოხატავენ.

 

რა დატვირთვა აქვს ანთებულ სანთელს? 

 

ანთებული სანთელი რწმენის სვეტის ნიშანია, რითაც მორწმუნე მაცხოვრისადმი გამოხატავს უდიდეს მადლიერებას, მზაობას რომ მზად არის ქრისტეს მისაღებად. ვი­თხოვთ, შინ გვეწ­ვი­ოს და ჩვენს სახ­ლში იშ­ვას უფა­ლი.

 

სახლის რომელ მხარეს ჯობს სანთლის დანთება? 

 

ფანჯარას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. თუმცა, აღმოსავლეთ მხარეს ყოველთვის დიდი დატვირთვა აქვს მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში. ტაძარში საკურთხეველი აღმოსავლეთით არის განთავსებული. ეს არის მხარე, საიდანაც ამოდის მზე. 

 

"არ დაგავიწყდეთ სანთლის დანთება ფანჯარაში. თქვენ იცით, ეს არის სიმბოლო იმის, რომ ჩვენ ვიწვევთ ჩვენს სახლებში, ბინაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რათა ჩვენთან იშვას ქრისტე. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა" - ბრძანა პატრიარქმა.