პარმული ლორის ფესტივალი - Gemrielia.ge

პარმული ლორის ფესტივალი

ყოველ წელს, სექტემბრის თვეში, იტალიის ქალაქ პარმში ლორის 10 დღიანი ფესტივალი იმართება. ზოგიერთი ღონისძიება უფრო ადრეც, ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს იწყება.
ფესტივალი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ მნახველს იზიდავს.  2010 წელს, ამ ფესტივალს დაახლოებით 100 000 ადამიანი დაესწრო. მათი გამასპინძლებისთვის 60 000 კერძი მოამზადეს და 1000 ღორის ბარკალი დაჭრეს. ფესტივალში პარმის ლორის ყველა მწარმოებელი იღებს მონაწილეობას, წელიწადში, ისინი ღორის 10 მლნ ბარკალს ამუშავებენ და მისგან შესანიშნავ ლორს ამზადებენ.

ფესტივალი კულმინაციას გამოსასვლელ დღეებში აღწევს, როდესაც ქალაქის მთავარი მოედანი უზარმაზარ ღია ბაზრობად გარდაიქმნება. უკანასკნელ ფესტივალზე, უქმეებზე, პარასკევიდან კვირა დღის ჩათვლით, ამ ბაზრობაზე 700 კგ ლორი შეიჭამა და 3000 ჭიქა ადგილობრივი ღვინოც დაილია DOC dei Colli di Parma.

ფესტივალის სტუმრებს შორის პოპულარობით სარგებლობს პროგრამა "ღია ფანჯრები", რომლის ფარგლებშიც მათ შეუძლიათ დააკვირდნენ პროდუქტის წარმოების ციკლს და მონაწილეობაც მიიღონ მის რომელიმე ეტაპზე. პროგრამა ასევე მოიცავს დეგუსტაციას, გამოფენებს და კონცერტებს.

ქალაქიდან 20 კმ-ში, ისტორიულ შენობაში პარმული ლორის მუზეუმი მდებარეობს. დამთვალიერებლებს აქ პროდუქტის ისტორიას და წარმოების დეტალებს აცნობენ, გასასინჯად კი ლორის ნაჭრებს სთავზობენ