როგორ მოვაცილოთ ჩამჯდარი ცხიმი ქვაბზე და ტაფაზე – გამოცდილი ხერხები დიასახლისებისგან - Gemrielia.ge

როგორ მოვაცილოთ ჩამჯდარი ცხიმი ქვაბზე და ტაფაზე – გამოცდილი ხერხები დიასახლისებისგან

 

სამზარეულოში ფუსფუსის შემდეგ, დგება მეორე ეტაპი – ჭურჭლის დასუფთავება და მოწესრიგება. ცხიმიანი საკვების მომზადების შემდეგ, უმეტესწილად, ცხიმის ამოყვანა ქვაბიდან რთულდება და ხშირ შემთხვევაში, ჩამჯდარ ლაქად რჩება. უმჯობესია, მალევე აღმოფხვრათ ეს პრობლემა და გთავაზობთ რამდნიმე გამოცდილ ხერხს: 

 

 

1. ნიშადურის სპირტი ჩაასხათ ცელოფნის პარკში, ტაფა მოათავსეთ შიგნით, თავი ჰერმეტულად მოუკარით და ამოძრავეთ ისე, რომ გადანაწილდეს ეს სპირტი მასზე, მთელი ღამე ასე დატოვეთ აივანზე და დილით შეუდექით სახეხით ნადების მოცილებას, დარბილებული და ნაწილობრივ აცილებული იქნება უკვე და საბოლოოდ ახლის ეფექტს მოგცემთ. 

 

 

2. დაალბეთ მდუღარე საპნიან და სოდიან წყალში. შემდეგ, რკინის ბადით გახეხეთ.

 

 

 

 

3. სარეცხი საპონი წაუსვით სახეხ ბურბუშელას და ისე გაწმინდეთ. მარტივად გაათეთრებს ნებისმიერ ჭურჭელს. 

 

 

4. დადგით ცარიელი გაზქურაზე 3-4 საათით.

 

 

5. ნახევარი შავი საპონი გახეხეთ, დაუმატეთ 100 გრამი ცხელი წყალი, ამოიყვანეთ კრემივით, დაუმატეთ  5სუფრის კოვზი საჭმელი სოდა.