მოხარშული კრემი დიდი ხნით რომ შეინახოთ.. როგორ მზადდება შესანახი კრემი
წინასწარ გამზადებული კრემი იძლევა დროის ეკონომიას და დიდი ფუფუნებაა ნებისმიერი დიასახლისისთვის. როგორ უნდა შეინახოთ კრემი ისე, რომ არ გაფუჭდეს და ქონდეს ახლებური ეფექტი, გვასწავლიან Gemrielia.ge – ის ფეისბუქ ჯგუფის წევრები:
1. ნარგიზა ედიბერიძე – 300 გრამ რბილ კარაქს დაუმატეთ 1 ჩკ ვანილის ესენცია, თქვიფეთ მიქსერით 5 წუთით, შემდეგ შეურიეთ 1 ქილა მოხარშული ან მოუხარშავი შესქელებული რძე. თქვიფეთ მანამ, სანამ კრემი არ დადგება. საყინულეში ინახევა 10 დღის განმავლობაში.
2. ლელა გომშიაშვილი – მოხარშული კრემი, წყალზე დამზადებული, უკარაქოდ, ინახება მაცივარში. ერთ კვირაზე მეტს ნუ შეინახვთ. როცა გამოიღებთ მაცივრიდან, შეურიეთ კარქი და ჩვეულებრივი კრემია. პირადად მაქვს ბევრჯერ გამოცდილი.