დაბალანსებული გემოებისა და ჯანსაღი კვების სინთეზი - პოპულარული და გემრიელი პორტუგალიური სამზარეულო
პორტუგალია ევროპის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სახელმწიფოა. ეს ქვეყანა ბოლო დროს ტურისტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი მისი მრავალფეროვანი სამზარეულოა. აქ ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოა, თუმცა გარკვეული ინდივიდუალურობა გააჩნია. შეხვდებით დაბალანსებული გემოებისა და ჯანსაღი კვების სინთეზს.თუ ზღვის პროდუქტების მოყვარული ხართ,პოირტუგალიური სამზარეულო თქვენთვისაა. პორტუგალია ის ქვეყანაა, სადაც ორშაბათობით ადგილობრივი მოსახლეობა თევზს არ მიირთმევს, რადგან მეთევზეები კვირას ისვენებენ.