როგორ აღვნიშნოთ ძველით ახალი წელი და საიდან იღებს სათავეს ტრადიცია - Gemrielia.ge

როგორ აღვნიშნოთ ძველით ახალი წელი და საიდან იღებს სათავეს ტრადიცია

 

ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია გაჩნდა 1918 წელს, როდესაც საბჭოთა რეჟიმმა იულიუსის კალენდარიდან ევროპაში მიღებულ გრიგორიანულ კალენდარზე გადაინაცვლა. ეს საღამო ყოველთვის სადღესასწაულო იყო. ხალხს სჯეროდა, რომ როგორც შეხვდებოდნენ ახალ წელს, ისე გაატარებდნენ მთელ წელს, ამიტომ მაგიდაზე იდო თითქმის ყველაფერი, რაც ახალ წელს უხდება.

 

მთავარი კერძი იყო მარცვლეულის ფაფა ზეთით,  ხმელ კენკრასთან, თხილთან და თაფლთან ერთად. ის, რაც რჩებოდა საახალწლო სუფრაზე, გადასცემდნენ გაჭირვებულ ხალხს.

 

 

ოჯახები ძველით ახალი წლის წინა დღეს ღორის კერძებს ამზადებდნენ. საახალწლო სუფრაზე ყოველთვის იყო ცხიმიანი საკვები. ღორის ხორცის გარდა ამზადებდნენ კურდღლისა და მამლის ხორცსაც.

 

 

ასევე, ძველი საახალწლო ტრადიციული კერძი იყო პილმენი, მაგრამ არა უბრალო, არამედ სხვადასხვა ინგრედიენტით, ზოგიერთ მათგანში მალავდნენ სიურპრიზებს: მონეტებს, ლობიოს (ბავშვებისთვის), ძაფს (მოგზაურობისთვის) და ა.შ. თუ ამ გზით სტუმრების გაოცებას აპირებთ, წინასწარ გააფრთხილეთ ამის შესახებ. 

 

 

ძველით ახალ წელს ზეიმობენ საქართველოში, რუსეთში, სერბეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, საბერძნეთში, რუმინეთში, მაკედონიაში, სომხეთში, ყაზახეთში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში.