სოფი ლორენი -" სიყვარულით სამზარეულოში" - Gemrielia.ge

სოფი ლორენი -" სიყვარულით სამზარეულოში"

ქუსლების გარეშე  173 სანტიმეტრია და უცვლელად 60 კილოგრამს იწონის. ეს სოფი ლორენია, ბრწყინვალე მსახიობი და მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალბატონი. მან ეკრანებიდან სამუდამოდ დაგვამახსოვრა თავი. მაგრამ ბევრმა შეიძლება არც იცოდეს სოფის კულინარიული ვნებების შესახებ.

ოჯახური სამზარეულოს მთავარ კომპონენტად იგი სიყვარულს მიიჩნევს: სიყვარულს მათ მიმართ, ვისთვისაც ამზადებს.
სოფიმ რამდენიმე წიგნი დაწერა. პირველი 70-იან წლებში გამოიცა. ამ წიგნს ვიღაც ავტობიოგრაფიულად თვლიდა, ვიღაც კულინარიულად. სინამდვილეში კი ერთიც იყო და მეორეც.

"რეცეპტები და მოგონებები" სოფის ყველაზე პოპულარული წიგნია. ამ წიგნში, მშვენიერმა ქალბატონმა თავი მოუყარა საოჯახო რეცეპტებს, რომელსაც ჯერ კიდევ მისი ბებია ამზადებდა. გაგვანდო ის პატარა კულინარიული საიდუმლოებები, რომელიც, მისი თქმით, განუმეორებელს ხდიდა ბებიისა და დედის მიერ დიდი სიყვარულით დამზადებულ გემრიელ კერძებს.

სოფი ამტკიცებს, რომ ვერცერთი რესტორნის შეფმზარეული ვერ ამზადებს ისე გემრიელად, როგორც მისი საყვარელი ბებია ლუიზა, არა და შედარების საშუალება მას ნამდვილად ჰქონდა!

წიგნში, საოჯახო რეცეპტების გარდა, სოფი თავსი  ცხოვრების საინტერესო მონაკვეთებს, შეხედულებებს, რჩევებს უზიარებს მკითხველს.