საშიშია თუ არა შვრიის ფაფა და გამოაქვს თუ არა კალცი ორგანიზმიდან? - თუ ხშირად მიირთმევთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია! - Gemrielia.ge

საშიშია თუ არა შვრიის ფაფა და გამოაქვს თუ არა კალცი ორგანიზმიდან? - თუ ხშირად მიირთმევთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია!

 

ბოლო დროს, ბევრი კითხვა გაჩნდა შვრიის ფაფასთან დაკავშირებით. ნაწილი ამბობს, რომ საზიანოა ჯანმრთელობისთვის, ნაწილი - პირიქით. ჯგუფ დიეტური სამზარეულოს ადმინისტრატორი თამარ თეთრაძე შვრიის ფანტელის შესახებ გვესაუბრა. 

 

შვრიის ფაფა შეიცავს ფიტინის მჟავას, რომელიც კალცის ბლოკატორია. მისი პროცენტული შემცველობა საგანგაშო არ არის. უფრო მეტს შეიცავს ნიგოზი, სელის ზეთი, ნებისმიერი თხილეული და მარცვლეული. შვრიის ფაფა ამ შემთხვევაში არ იკავებს მოწინავე პოზიციას. შედარებისთვის: ნიგოზში უფრო მეტია ფიტინის მჟავის პროცენტული მაჩვენებელი, ვიდრე შვრიის ფანტელში. წარმოიდგინეთ, რამდენი შვრიის ფაფა უნდა მიიღოთ, რომ საშიში გახდეს ორგანიზმისთვის.

ფიტინის მჟავა ბლოკავს კალცის ათვისებას იმ შემთხვევაში, თუ ის კალცის შემცველ პროდუქტთან ერთად მოხვდება კუჭში, ამიტომ სასურველია ფიტინის მჟავის მიღებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მიიღოთ კალცის შემცველი პროდუქტი. ამ შემთხვევაში კალცი ჩვეულებრივად აითვისება.

 

 

ფიტინის მჟავის განეიტრალება: როდესაც პროდუქტი თერმულ დამუშავებას გადის ან წყალში ლბება, ფიტინის მჟავის შემცველობა 70–80 პროცენტით მცირდება. როგორც წესი, შვრიას უმ მდგომარეობაში არავინ მიირთმევს, მაგრამ თხილეულს - თითქმის ყველა. შესაბამისად, ფაფის სახით დამზადებულ შვრიაში ფიტინის შემცველობა არ არის საშიში ორგანიზმისთვის.

 

სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ფიტინის მჟავის დანამატის სახით მიღების შემთხვევაში, მაგრამ თუ დაბალანსებულად იკვებებით, იღებთ ცილას, ცხიმს, ნახშირწყლებს, ამ შემთხვევაში პროდუქტიდან მიღებული ფიტინის მჟავის დოზა საშიში ვერ იქნება.

 

იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ ორგანიზმის ჯანსაღი მდგომარეობა, საჭიროა იკვებოთ დაბალანსებულად და ნუ დაგვიწყდებათ, რომ ნებისმიერი ძალიან სასარგებლო პროდუქტიც კი, შეიძლება ზოგისთვის ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ უნდა დავიცვათ ზომიერება და გახსოვდეთ რომ  წამალსა და საწამლავს შორის განსხვავება არის დოზებში – ამიტომ ეცადეთ დაბალანსებულად იკვებოთ.

 

ჯანმრთელობას გისურვებთ!