რასტლეტი, შემწვარი ფქვილის წვნიანი, ხბოს და სოკოს რაგუტი... - გაიცანით შვეიცარიის უნიკალური და განსხვავებული სამზარეულო - Gemrielia.ge

რასტლეტი, შემწვარი ფქვილის წვნიანი, ხბოს და სოკოს რაგუტი... - გაიცანით შვეიცარიის უნიკალური და განსხვავებული სამზარეულო

ქვეყანა მაღალმთიანი ლანდშაფტით, რომელიც საუკეთესო არჩევანია სათხილამურო დასვენებისთვის, უზარმაზარი ტბებითა და უნიკალური კლიმატით. შვეიცარია შესანიშნავი ადგილია მინი შესვენების მოსაწყობად. ასევე, აქ დაგემოვნებული ტრადიციული კერძების გემო, რომელსაც აქაურები მთელი გულით ამზადებს არასოდეს დაგავიწყდებათ.

შვეიცარული სამზარეულო მულტიკულტურიზმით გამოირჩევა, ის მოიცავს როგორც ადგილობრივ, ისე საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ჩრდილოეთ იტალიიდან შემოტანილ კერძებს. შვეიცარიის ქუჩებში ხშირად შეხვდებით პატარა რესტორნებს სადაცუგემრიელესი რეგიონული საკვებისა და ღვინის დაგემოვნებას შეძლებთ.
გასაკვირი არ არის, რომ 400 სხვადასხვა შვეიცარული პროდუქტი, მათ შორის ყველი „გრუიერი“, ოფიციალურად აღიარებულია შვეიცარიის კულინარიული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილად.