„ამ დიეტამ ახალგაზრდობის შეგრძნება დამიბრუნა“ როგორ ინარჩუნებს კომიკოსი საუკეთესო ფორმასა და ჯანმრთელობას - Gemrielia.ge

„ამ დიეტამ ახალგაზრდობის შეგრძნება დამიბრუნა“ როგორ ინარჩუნებს კომიკოსი საუკეთესო ფორმასა და ჯანმრთელობას

 

როგორც შეუდარებელი მსახიობი ჯიმ ქერი ამბობს, ამ დიეტამ მას მოუტანა  კმაყოფილებისა და ახალგაზრდობის შეგრძნობა. გიზიარებთ დიეტის ძირითად წესებს : 

 

მიირთვით ბევრი ბოსტნეული - მინიმუმ 5-7-ჯერ დღეში

 

თეფშზე უფრო მეტი ბოსტნეული უნდა იყოს, ვიდრე სხვა რამ. ბოსტნეული უნდა იყოს ცისარტყელის ყველა ფერის. ყოველკვირეულად შეცვალეთ სხვადასხვა სახის ბოსტნეული, რათა მაქსიმალურად გამოიყენოთ მათი მრავალფეროვნება. დარწმუნდით, რომ მიირთვით ფოთლოვანი მწვანილი, ასევე კომბოსტო. 

 

ნუ დაივიწყებთ პარკოსნებს

 

პარკოსნები ასევე ჯანსაღი არჩევანია, რადგან ისინი ცხიმიანი და ბოჭკოვანია. მიირთვით ბარდა, ლობიო და ოსპი. იმის გამო, რომ ისინი მდიდარი არიამ ცილებით, პარკოსნები შეიძლება გამოყენებულ იქნას ხორცის ნაცვლად და შესანიშნავად აკმაყოფილებს შიმშილის გრძნობას.

 

მიირთვით მეტი მარცვლეული

 

მიირთვით წებოვანი მარცვლეული და დაივიწყეთ დამუშავებული მარცვლეული დიეტის დროს. გამორიცხეთ რაციონიდან ხორბალი და მიირთვით ჭვავის, ქერის, ბრინჯის და სიმინდიაგან დამზადებული საკვები. 

 

თქვით უარი შაქარზე! 

 

შაქარი შეიძლება ჩაანაცვლოთ თაფლით.  შაქრის ამოღებით შეამჩნევთ, რომ კანი უმჯობესდება და ენერგიის რაოდენობა იზრდება და იმავე დონეზე რჩება მთელი დღის განმავლობაში. გარდა ამისა, თქვენ დაიკლებთ წონაში და გააუმჯობესებთ გულის ჯანმრთელობას.

 

მოერიდეთ კოფეინს

 

კოფეინზე უარის თქმა ნიშნავს ყავასა და კლასიკურ ჩაიზე უარის თქმას.  კოფეინი იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას, ამიტომ შეიძლება დაგჭირდეთ თანდათანობით კოფეინის მიღების შემცირება. გადადით მცენარეულ ჩაიზე!

 

უარი თქვით რძის პროდუქტებზე

 

ბევრი ადამიანი ვერ ხვდება, რომ ისინი ლაქტოზას ვერ იტანენ. ეს ნიშნავს, რომ მათ სხეულს არ შეუძლია რძის პროდუქტების მონელება. სამრეწველო რძის პროდუქტები ასევე შეიცავს ბევრ ჰორმონს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ორგანიზმზე.

 

მოერიდეთ ალკოჰოლსა და გაზიან სასმელებს

 

ეს სითხეები სავსეა შაქრით და ორგანიზმისთვის საზიანოა კიდევ მრავალი მიზეზის გამო.

 

მიირთვით კვერცხი ! 

 

კვერცხი ცილის დიდი საბადოა. ისინი აუმჯობესებენ თვალის ჯანმრთელობას, აძლიერებენ კუნთებსა და ძვლებს.

 

ფრთხილად იყავით ხორცთან

 

უარი თქვით საქონლის ხორცზე, ღორის ხორცზე და ცხვრის ხორცზე. ჭამეთ თევზი კვირაში 1-2-ჯერ. უმჯობესია ორაგული, სკუმბრია, სარდინი და ქაშაყი.

 

წყალი - ყველგან და ყოველთვის!

 

ეს არის ყველაზე იაფი და სასარგებლო სითხე. დამიანების უმეტესობა არ სვამს საკმარის წყალს. კერის დიეტოლოგების აზრით, დღეში 1-2 ლიტრი არომატიზებული სასმელი წყლის დალევა გჭირდებათ.

 

უარი თქვით თამბაქოზე! 

 

ნუ დაივიწყებთ ყოველდღიურ ვარჯიშებს

 

და ბოლოს, შეეცადეთ ყოველდღე ივარჯიშოთ. ჯიმს უყვარს სირბილი, ასევე  ფეხით სიარული, ველოსიპედით სეირნობა და ცურვა. ეს  ფორმაში ყოფნის შესანიშნავი გზააა. იპოვნეთ თქვენთვის სასურველი სპორტი და გახადეთ ჩვევად.

 

შეიძლება დაინტერესდეთ: როგორ შევადგინოთ ჩვენზე მორგებული დიეტა - არ აიძულოთ თავს მიირთვათ ის, რაც არ გიყვართ