აი, რა აძლევს ხინკლის ხორცს მომჟავო გემოს – არ დაუშვათ ეს შეცდომა!
აი, რა აძლევს ხინკლის ხორცს მომჟავო გემოს – არ დაუშვათ ეს შეცდომა!

 

ქართული, ტრადიციული და ყველასათვის საყვარელი კერძია ხინკალი. მომზადების ტექნიკის სირთულესთან ერთად, შესაძლოა სხვა დაბრკოლებებსაც წააწყდეთ, მაგალითად ახალი ხორცით მომზადებული ხინკლის მომჟავო გემოს. რა იწვევს ამ შედეგს და როგორ შეგვიძლია ავარიდოთ თავი: 

 

ბევრი მიიჩნევს, რომ ხინკლის ფარშს ძირა არ უნდა. მხოლოდ მარილი, წყალი, დაფქული წიწაკა. ხახვის, მწვანილისა და ქონდარის დამატება გემოვნების საქმეა.

 

უმჯობესია ხინკალს ცოტა მწვანილი გაუკეთოთ. მითუმეტეს ქინძი, უმჯობესია ოხრახუში, ხახვი და წითელი წიწაკა. შეზავებული ფარში არ შეინახოთ. ამან შეიძლება გამოიწვიოს დამჟავება. 

 

 

ხახვიანი ფარში არ გააჩეროთ, გაატარეთ ხახვი და მალევე მოახვიეთ, ხახვი უცვლის გემოს.

 

საიდუმლოს გაგიმხელთ, ხახვი სულ ბოლოს, შეხვევისას უნდა დაამატოთ. ხახვის წვენი ამჟავებს ხინკალს. ხახვი დააბლენდერეთ და შემდეგ გაწურეთ. 

 

მასალის გამოყენების პირობები
25 იანვარი, 2021
ნანახია: 12328