7 პროდუქტი, რომელიც უზმოზე არ უნდა მიირთვათ - ეს ჩამონათვალი გაგაოცებთ! - Gemrielia.ge

7 პროდუქტი, რომელიც უზმოზე არ უნდა მიირთვათ - ეს ჩამონათვალი გაგაოცებთ!

ყველაფერს ხომ თავისი დრო აქვს. ზოგიერთმა პროდუქტმა შესაძლოა, ჩვენს ჯანმრთელობას სიკეთის ნაცვლად ზიანი მიაყენოს, თუ კი მას არასწორ დროს მივიღებთ.

საკვების ჩამონათვალი, რომლის უზმოზე მიღებაც არასასურველია, ასე გამოიყურება:

ციტრუსები მაღალი მჟავიანობის გამო, მშიერ კუჭზე ციტრუსის მიღებამ შესაძლოა გასტრიტის წარმოქმნას შეუწყოს ხელი. ამიტომ სანამ დილით ჭიქა ფორთოხლის წვენს დავლევთ, სჯობს შვრიის ფაფით ვისაუზმოთ.

ბანანი მასში ბევრი მაგნიუმია, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემას გამართულ მუშაობაში ეხმარება. თუმცა, ექიმების თქმით, უზმოზე ბანანის მიღებით კალციუმ-მაგნიუმის ბალანსის დარღვევას ვრისკავთ.

უმი ბოსტნეული მჟავები, რომელიც უმ ბოსტნეულში შედის კუჭს ზიანს აყენებს, მით უფრო თუ გასტრიტის ან მაღალი მჟავიანობის ნიშნები გვაქვს.

იოგურტი/მაწონი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სიაში ეს პროდუქტიც მოხვდა. საქმე ისაა, რომ დილით ორგანიზმს არ სჭირდება იოგურტსა და მაწონში შემავალი ბაქტერიები, შესაბამისად უზმოზე მისი მირთმევა არც რაიმე სარგებელს მოგვიტანს. უმჯობესია, ის საუზმიდან 2-3 საათში ან საღამოს მივირთვათ.

ცივი სასმელები დილით უმჯობესია თბილი სასმელები დავლიოთ, საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის ეს ბევრად უკეთესია

ტკბილეული დილიდანვე ტკბილეულის მიღება სისხლში შაქრის დონეს ამაღლებს. ახალგაღვიძებული ორგანიზმი და შესაბამისად კუჭქვეშა ჯირკვალი ვერ ასწრებს ინსულინის საჭირო დოზის გამომუშავებას.

ყავა მშიერ კუჭზე ყავის დალევა არც ისე კარგი იდეაა. ის კუჭის ლორწოვანს აღიზიანებს, კუჭის წვენის გამოყოფა იმატებს. დროთა განმავლობაში, შესაძლოა ამან გასტრიტი გამოიწვიოს