„მოზარდებისთვის არ არის რეკომენდებული“ – ყველაფერი, რაც გაყინული ხორცის შესახებ უნდა ვიცოდეთ
„მოზარდებისთვის არ არის რეკომენდებული“ – ყველაფერი, რაც გაყინული ხორცის შესახებ უნდა ვიცოდეთ

გაყინული ხორცის ირგვლივ გამუდმებით ტრიალებს შეკითხვები: რამდენ გრადუსზე უნდა შევინახოთ? შეიძლება თუ არა ხორცის ხელმეორედ გალღობა? და ა.შ. ამ და სხვა კითხვებზე პასუხი ჩვენმა ფეისბუქჯგუფის წევრმა – ირაკლი არაბულმა გაგვიზიარა. 

 

გაყინული ხორცის გალღობისას მისი კვებითი ღირებულება მცირდება, სამაგიეროდ იზრდება შენახვის ვადა. მინუს 40 გრადუსამდე გაყინული ხორცი შეიძლება შევინახოთ 1-2 წელი. 

 

არასოდეს გაყინოთ ხელმეორედ გამლღვალი ხორცი. 

 

საყინულედან გამოღებული გაყინული ხორცი, არასოდეს გაალღვოთ ოთახის ტემპერატურაზე, გაალღვეთ მაცივარში ე.წ + ტემპერატურაზე.

 

 

 

 

გახსოვდეთ:

 

1. ერთხელ გაყინული ხორცი თითის ასეთი დაჭერით აუცილებლად შეიცვლის ფერს და მიიღებს წითელ შეფერილობას

 

2.  თუკი ხორცი ან შესაფუთი მასალა მოვარდისფრო-მოწითალო ყინულის კრისტალებით არის დაფარული ე.ი ხორცი რამდენჯერმე გამლღვარი და გაყინულია

 

3.  გაყინული ხორცის სისაღის შემოწმება გალღობის შემდეგ არის შესაძლებელი,გაფუჭებულ გაყინულ ხორცს მძაფრი არასასიამოვნო სუნი აქვს, რომელიც შეწვის და მოხარშვის დროს კიდევ უფრო ძლიერდება, არასასიამოვნო სუნი აქვს მის ნახარშსაც.

 

გაყინული ხორცის მისი დაბალი კვებითი ღირებულების გამო, მოზარდებისათვის მათი ზრდა-განვითარების პროცესში მირთმევა არ არის რეკომენდირებული. 

მასალის გამოყენების პირობები
26 იანვარი, 2021
ნანახია: 888