რა არის ჰიმალაის მარილი და რატომ მიიჩნევენ მას ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა მარილად? - Gemrielia.ge

რა არის ჰიმალაის მარილი და რატომ მიიჩნევენ მას ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა მარილად?

ჰიმალაის მარილი - ლეგენდებიდან რეალობამდე


თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჰიმალაის ვარდისფერი მარილი პირდაპირ ჰიმალაის მთებთანაა კავშირში, ცდებით.
მას პაკისტანში, Khewra-ს მარილის საბადოში მოიპოვებენ, რაც ჰიმალაის მთებიდან დაახლოებით 300 კმ-ითაა დაშორებული.

ლეგენდა ამბობს, რომ ალექსანდრე მაკედონელის ცხენი აზიური ლაშქრობისას მისი ცხენი შემთხვევით მიადგა ვარდისფერი მარილის საბადოებს, თუმცა ამ მარილს ადამიანები მანამდეც, უხსოვარი დროიდან მოიპოვებდნენ და თევზისა და ხორცის ხანგრძლივად შესანახად იყენებდნენ.
ძველ ეგვიპტურ და ბერძნულ წყაროებში კი მის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო თვისებებზეცაა საუბარი.
 

რა არის სუფრის მარილი


ზოგადად სუფრის მარილი ნატრიუმის ქლორიდია, რომელიც ორი სახით მიიღება - მარილის საბადოებიდან მშრალი სახით მოიპოვება ხელით ან აფეთქების გზით ან მარილიანი წყლის აორთქლებით და მისი შემდგომი ქიმიური დამუშვებით. გააგრძელეთ კითხვა...