რატომ უჩნდება კარტოფილს მწვანე ნადები და შეიძლება თუ არა მისი საკვებად გამოყენება?
ნებისმიერი დიასახლისისთვის ცნობილია კარტოფილზე გაჩენილი მწვანე ნადები, რომელსაც, როგორც წესი გათლისას ვაცლით ხოლმე. და მაინც, ჩნდება შეკითხვა, შეიძლება თუ არა ამგვარი მწვანე შეფერილობის მქონე კარტოფილის საკვებად გამოყენება და ხომ არ ემუქრება ეს ჩვენს ჯანმრთელობას?
ნებისმიერი კარტოფილი, კარკვეული დოზით, ტოქსიკურია. თუმცა ჩვეულებრივ, ეს დოზა იმდენად მცირეა, რომ ჩვენს ჯანმრთელობაზე არ აისახება. ყველაზე დიდი რაოდენობით ტოქსინს კარტოფილის ფოთლები შეიცავს, მწვანე ნადების მქონე კარტოფილის ბოლქვი კი შეიძლება უბრალოდ ოდნავ მეტი რაოდენობით შეიცავდეს აღნიშნულ მომწამვლელ ნივთიერებას, ვიდრე ჩვეულებრივი ბოლქვი. ეს, როგორც წესი, გამოწვეულია არასწორი შენახვით ან მოყვანის არასწორი მეთოდით.
მწვანე შეფერილობა არის იმის ნიშანი, რომ კარტოფილი სინათლის ზემოქმედების ქვეშ იყო, რამაც მასში დიდი რაოდენობით ქლოროფილის წარმოქმნა გამოიწვია, ქლოროფილი კი ადამიანისთვის საშიში არ არის.
თუმცა მეორე მხრივ, მზის სინათლის მოქმედება ხელს უწყობს სოლანინის, გლიკოალკალოიდის გამომუშავებასაც, რომელიც დიდი რაოდენობთ მიღებისას ტოქსიკურია.