მრგვალი და გრძელი ბრინჯი სხვადასხვანაირად უნდა მომზადდეს - ნახეთ ზუსტი პროპორციები და ბრინჯს იდეალურად მოამზადებთ - Gemrielia.ge

მრგვალი და გრძელი ბრინჯი სხვადასხვანაირად უნდა მომზადდეს - ნახეთ ზუსტი პროპორციები და ბრინჯს იდეალურად მოამზადებთ

რამდენიმე ათასწლეულია, რაც ბრინჯი კაცობრიობის დიდი ნაწილისთვის ერთ-ერთი ძირითადი და საყვარელი  საკვებია. ისტორიკოსების აზრით,  ბრინჯი  პირველად საკვებად გამოიყენეს უძველესმა ჩინელებმა ჩვენს ერამდე 3 წლის წინ, საიდანაც გავრცელდა ინდოეთში, სადაც გამოიყვანეს სხვა ჯიშის სახეობებიც. შემდგომში ბრინჯმა დაიპყრო აზიის კონტინენტი და მსოფლიო. დღეს ითვლება, რომ იგი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი არა მარტო გემოვნური თვისებებით, არამედ სარგებლიანობის მხრივაც, ვინაიდან  ბრინჯში არის ნახშირწყლების მაღალი შემადგენლობა, ცილების ნაკლები შემცველობა და რაც მთავარია, ცხიმის ელემენტები და არა თავად ცხიმი, რის გამოც საუკეთესოა გასახდომი დიეტის   დროს. ბრინჯი შეიცავს В ჯგუფის ვიტამინებს, Е ვიტამინს, საჭირო მინერალებს, მიკროელემენტებს.

 

სანამ კერძის მომზადებას დავიწყებდეთ,  ბრინჯი სწორად უნდა მოვამზადოთ:

 

უნდა გვახსოვდეს, ნებისმიერი სახეობის ბრინჯი გამოყენებამდე ჯერ ირეცხება ცივ წყალში.

 

მრგვალი ბრინჯი 10-15 წუთით ჩავალბოთ თბილ წყალში და შემდეგ გავრეცხოთ ცივი წყლით.

 

გრძელი ბრინჯი გარეცხვის შემდეგ ქაღალდზე უნდა გავაშროთ. თუ კერძი ძალიან ფანტია გვინდა იყოს, მაშინ გარეცხვის შემდეგ ბრინჯი 1-2 წუთის განმავლობაში  მოვხალოთ მცირე რაოდენობის ცხიმში - ზეთში ან ერბოში და ამის შემდეგ მოვხარშოთ.

 

ბრინჯის გარნირის მომზადების ყველაზე მარტივი წესია მოხარშვა. ბრინჯი იხარშება როგორც წყალზე, ასევე ხორცის ან ბოსტნეულის ბულიონზე.

 

ავადუღოთ 3 ჭიქა ბულიონი, დავუმატოთ მარილი და ჩავყაროთ1 ჭიქა ბრინჯი. დავუმატოთ 50 გ კარაქი. ფერისათვის შესაძლებელია დავუმატოთ ¼ ჩ.კ. კურკუმა. წამოდუღებიდან 15-20 წუთი ვადუღოთ ზომიერ ცეცხლზე სანამ მთლიანად არ შეიწოვს სითხეს. ასეთი გარნირი უხდება ხორცისა და ფრინველის ნებისმიერ კერძს. თუ დავუმატებთ ზემოდან ცოტაოდენ ლიმონის წვენს, მაშინ საუკეთესო ვარიანტი იქნება თევზთან ერთად. 

 

ბრინჯის საუკეთესო ვარიანტია ინდური რეცეპტი: გავრეცხოთ და გავაშროთ 1 ჭიქა ბასმატი. ქვაბში ჩავადნოთ 2 ს.კ. ზეთი ან ერბო. ცხელ ცხიმში მოვხალოთ ბრინჯი 1-2 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ კურკუმა, ძირა და კიდევ ვშუშოთ 1-2 წუთი. დავუმატოთ 2 ჭიქა წყალი და მაღალ ტემპერატურაზე მივიყვანოთ ადუღებამდე. შემდეგ დავახუროთ თავზე, დავუკლოთ ტემპერატურას და 15 წუთი ვხარშოთ. მზა ბრინჯი ფრთხილად გადმოვიღოთ, რომ მარცვლები არ დავაზიანოთ.