რატომ გაიაფდა კაკალი? - დაბალი ფასები ადგილობრივ მწარმოებლებს აბნევს - Gemrielia.ge

რატომ გაიაფდა კაკალი? - დაბალი ფასები ადგილობრივ მწარმოებლებს აბნევს

2020-2021 წლებში კაკლის დაბალი ფასები ადგილობრივი მწარმოებლების დაბნევას იწვევს. როგორც ისინი East fruit-თან საუბრისას აცხადებენ, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ყინვების გამო, 2020 წელს მოსავლის დიდი ნაწილი დაიკარგა, ამიტომ, ფასები წესით, უნდა გაზრდილიყო, თუმცა, ეს არ მოხდა. East fruit-ს მონიტორინგის შედეგებით ჩანს, რომ 2021 წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კაკლის ღირებულება 14%-ით შემცირდა.

East fruit-ის ქართული ჯგუფი ყურადღებას ამახვილებს საქართველოში კაკალზე შიდა მოთხოვნის შემცირებაზე. აღნიშნული, 2020 წელს რესტორნების დახურვამ და ტურისტების არარსებობამ გამოიწვია. ამ მხრივ 2021-ის დასაწყისშიც არაფერი შეცვლილა. როგორც ჩანს, ქვეყანაში კაკლის უდიდეს ნაწილს სწორედ ჰორეკა სექტორი მოიხმარს, რადგან ქართული ტრადიციული საჭმელების დიდი ნაწილი სწორედ ნიგოზით მზადდება.

მართალია, საქართველოში კაკლის წარმოების საბოლოო მონაცემები ჯერ კიდევ არ არის გამოქვეყნებული, თუმცა, წინასწარი პროგნოზით, გასულ წელთან შედარებით შემცირებულია. ეს მაშინ, როდესაც 2019 წელს კაკლის წარმოების მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა.