1 ჭიქა ეს სასმელი გამოდევნის ტოქსინებს, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე - Gemrielia.ge

1 ჭიქა ეს სასმელი გამოდევნის ტოქსინებს, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე

სტაფილოს ნატურალური წვენი ნამდვილი ბუნებრივი ბალზამია ორგანიზმისთვის. ის დიდი რაოდენობით სხვადასხვა ვიტამინს შეიცავს, ყველაზე მეტად კი კაროტინს - A ვიტამინს. ამის გამო, სტაფილოს წვენი, უპირველეს ყოვლისა, ქალებისთვისაა სასარგებლო.

ორგანიზმში კაროტინის საკმარისი რაოდენობის დროს აქტიურდება ქალური ჰორმონების სინთეზი, უმჯობესდება საკვერცხეების მუშაობა, რაც ქალის ორგანიზმს საშუალებას აძლევს გაიხანგრძლივოს ახალგაზრდობა. კაროტინის გარდა, სტაფილოს წვენში А, В, С, Е, D, РР, К ვიტამინები, რკინა, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, იოდი შედის. სტაფილოს წვენი ძალიან სასარგებლო ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. მათთვის კალციუმის მიღება აუცილებელია, ამიტომ სანამ აფთიაქში გაიქცევიან, უმჯობესია ეკოლოგიურად სუფთა, გემრიელი ბოსტნეული შეიძინონ. წვენი აუცილებლად ახალგამოწურული უნდა იყოს. მასში შემავალ კალციუმს ორგანიზმი თითქმის მთლიანად ითვისებს. სტაფილოს წვენის მიღება საჭმლის გადამუშავების პროცესს აადვილებს, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, გამოდევნის ტოქსინებს. ვისაც უმადობა აწუხებს, ახალგამოწურული წვენი ნამდვილად დაეხმარება. წვენის ეს თვისება განსაკუთრებით უჭმელი ბავშვების დედებს წაადგებათ. დღეში ერთი ჭიქა სტაფილოს წვენი მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნურ სისტემას. განსაკუთრებით სასარგებლოა სტაფილოსა და ნიახურის მიქსი

Image result for carrot juice

სტაფილოს წვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც თავის გარეგნულ იერზე ზრუნავს. მასში შემავალი ბეტა-კაროტინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კანის ფერს და მდგომარეობას. აძლიერებს თმას და სასიცოცხლო ტოუსს უბრუნებს, დადებიტად მოქმედებს ფრჩხილებზე. მიუხედავად იმისა, რომ სტაფილოს წვენი ძალიან სასარგებლოა, შეიძლება ყველას არ არგოს. მაგალითად, ვისაც კოლიტი, კუჭის დაავადებები, მაღალი მჟავიანობა ან დიაბეტი აწუხებს, სტაფილოს წვენთან სიფრთხილე მართებს. არ შეიძლება ერთბაშად დიდი რაოდენობით წვენის მიღება, ამან, შესაძლოა, თავის ტკივილი, კანის სიყვითლე ან ტემპერატურის მომატებაც კი გამოიწვიოს. წვენის რაოდენობა ეტაპობრივად უნდა გავზარდოთ.