ქვეყანა, სადაც ყველაზე გემრიელი საქონლის ხორცი აქვთ - გაიცანით არგენტინის მრავალფეროვანი სამზარეულო
ქვეყანა, სადაც ყველაზე გემრიელი საქონლის ხორცი აქვთ - გაიცანით არგენტინის მრავალფეროვანი სამზარეულო

არგენტინა, როგორც წესი, ევიტას სახელთან, ტანგოსთან და ფეხბურთთან ასოცირდება. ეს გახლავთ ნამდვილი ”კონტრასტების ქალაქი” – თანამედროვე ცათამბჯენებს აქ ძველი ესპანური კვარტლები ერწყმის, ქალაქის ცენტრის ფეშენებელურ უბნებს კი – მრავალრიცხოვანი ღარიბი დასახლებები.

ისეთ მრავალწახნაგოვან ქვეყანაში, როგორიც გახლავთ არგენტინა, წარმოდგენილია მრავალფეროვანი გასტრონომიული მიმართულება, რომელიც ისევ და ისევ ემიგრანტების წყალობით ჩამოყალიბდა. არგენტინული სამზარეულო გახლავთ იტალიური, ფრანგული, ესპანური, არაბული და ებრაული სამზარეულოს ნაზავი.

ბუენოს-აირესის რესტორნები მრავალფეროვანია, აქ მრავალწლიანი ტრადიციები იგრძნობა, გასტრონომიული კულტურა და მიმტანების არტისტული და ვირტუოზული მომსახურება კი ისედაც შესანიშნავ გარემოსა და უგემრიელეს კერძებს დაუვიწყარს ხდის. მიმტანები კლიენტებს შინაურულად ეპყრობიან, სიამოვნებით და საქმის ცოდნით ურჩევენ ამა თუ იმ კერძსა თუ ღვინოს, და ხელიდან არ უშვებენ გონებამახვილური ხუმრობისა და კომენტარის შანსს. ეს ყველაფერი თეატრალურ წარმოდგენას ემსგავსება. არგენტინული რესტორნის სტუმრობისას არამხოლოდ გასტრონომიულ, არამედ, ესთეტიკურ სიამოვნებასაც იღებ.

არგენტინა განთქმულია ძროხის განსაკუთრებული ჯიშებით, რომლებსაც საუკეთესო და უგემრიელესი ხორცი აქვთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თუკი ხორცის მოყვარულების სამოთხე არსებობს – ეს არის არგენტინა. ყველაზე პოპულარული არგენტინული კერძი კი ხორცის სხვადასხვა ნაჭრის, სოსისის, ძეხვის ასორტს წარმოადგენს, რომელსაც ნახშირზე წვავენ.

მასალის გამოყენების პირობები
28 იანვარი, 2021
ნანახია: 109