ხილი, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია სოციალურ ქსელებში – კუმკვატი, იგივე კილკანი
ერთი შეხედვით, ეს ხილი ფორთოხალს ჰგავს, მაგრამ თუ გასინჯავთ, აღმოაჩენთ სრულიად ახალ გემოს. ნაყოფის სიგრძე, დაახლოებით 5-6 სმ–ია. ჩინეთში მას „ოქროს ფორთოხალს“ უწოდებენ. ჩინეთში, მცენარის სამშობლოში, მას უფრო ხშირად უწოდებენ კუმკატს, იაპონელები მას კინკანს უწოდებენ.
ხილში 80% წყალია, შეიცავს ასევე კალიუმს, ნახშირწყლებსა და ორგანულ კომპონენტებს (მონოსაქარიდებს). კალციუმს, ფოსფორს, თუთიას, მაგნიუმს, რკინასა და ნატრიუმს.
მცენარე პატარა ხეა. სახლში იგი იზრდება 1,5 მ-მდე, ხოლო ველურ გარემოში - 4,5 მ-მდე. ნაყოფი მწიფდება გვიან ზამთარში - გაზაფხულის დასაწყისში.
კინკანები ერთ-ერთი ყველაზე ყინვების ამტანი მცენარეებია, რომელიც გამომდინარეობს მათი ბიილოგიური თავისებურებიდან, მიუხედავად იმისა, რომ შეგუებული არიან ტროპიკულ და თბილ სუბტროპიკულ კლიმატს.
კინკანის ნაყოფები ძვირფასი პროდუქტია საკონდიტრო წარმოებისათვის. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია საუკეთესო ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ცუკატების, არომატული მურაბების, მარმელადებისა და ჟელეების დამზადება.
დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, შავი ზღვის სანაპიროზე ძირითადად გავრცელებულია მხოლოდ 3 სახის კინკანი: ნაგამი, მარუმი და მეივა.
ნაგამი, ანუ ოვალური კინკანი ჩინური წარმოშობისაა. მცენარე საშუალო ზომისაა, ხშირი დატოტვით. ახალგაზრდა ტოტები მუქი მწვანეა, ხნიერი კი რუხი ფერის. ყვავილობს ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე. გამოიყენებენ საკონდიტრო წარმოებისათვის.
გამოიყენება აგრეთვე, როგორც ლამაზი დეკორაციული მცენარე, რომელიც კარგად ეგუება ოთახის პირობებს
მარუმი – მრგვალი კილკანი. ამშობლო იაპონიაა. მორფოლოგიური ნიშნებით ძალიან ჰგავს ოვალურ კინკანს. განსხვავებაა მხოლოდ ნაყოფის ფორმით, შედარებით წვრილი ფოთლებითა და მცირე ეკლიანობით. მწიფდება დეკემბრიდან, მომდევნო წლის მარტ-აპრილამდე.
იგივე გამოყენება აქვს საკონდიტო მრეწველობაში, როგორც ნაგამი კინკანს. ასევე, იყენებენ დეკორაციისთვისაც.
მეივა კინკანი – მისი სამშობლო სამხრეთ ჩინეთია. გამოირჩევა სქელი ფოთლებით, გლუვი ან სუსტი ეკლიანი ტოტებით. ნაყოფი შედარებით დიდი ზომის იზრდება, მუქი ნარინჯისფერი. კანი სქელი და ტკბილი აქვს, რბილობი ნაკლებად წვნიანი. აქვს სასიამოვნო მომჟავო-მოტკბო გემო, იჭმევა კანიანად. დამწიფებას იწყებს ნოემბრიდან და გრძელდება თებერვლამდე. დეკემბერში მოკრეფილი ინახება კარგად, მწიფდება და არ კარგავს გემოს.