8 მარტივი წესი, თუ როგორ უნდა დალიოთ წყალი წონაში კლებისთვის - Gemrielia.ge

8 მარტივი წესი, თუ როგორ უნდა დალიოთ წყალი წონაში კლებისთვის

პირველი კითხვა, რომელიც ნებისმიერ დიეტოლოგi დაგისვამთ არის: რამდენად ხშირად სვამთ წყალს დღის განმავლობაში? აღმოჩნდა, რომ სასმლის დადგენილი რეჟიმი სასწაულებს ახდენს - ის აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს ჯანმრთელობას, ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას:

წესი 1. დაიწყეთ თქვენი დღე ერთი ჭიქა წყლით უზმოზე. შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონის ან კოჭას ნაჭერი.

წესი 2. დალიეთ ერთი ან ორი ჭიქა წყალი ყოველი ჭამის წინ. 15-20 წუთით ადრე.

წესი 3. ჭამის დროს, ნუ დალევთ წყალს.

წესი 4. ჭამის შემდეგ, არ დალიოთ წყალი ერთი, ან ორი საათის განმავლობაში.

წესი 5. დალიეთ დღეში 2 ლიტრზე მეტი სუფთა წყალი. 8-10 ჭიქა.

წყლის ოპტიმალური რაოდენობის გამოსათვლელად, რომელიც დღეში უნდა დალიოთ, გირჩევთ გამოიყენოთ შემდეგი ფორმულები: მამაკაცებისთვის - სხეულის წონა x 34; ქალებისთვის - სხეულის წონა x 31.

წესი 6. დალიეთ მხოლოდ ოთახის ტემპერატურის წყალი. სხეულს დრო და ენერგია სჭირდება ცივი წყლის გასათბობად.

წესი 7. სვით წყალი ნელა, მცირე ყლუპებით.

წესი 8. ძილის წინ დალიეთ ერთი ჭიქა სუფთა წყალი.