შაქარი, წყალი და ლიმონმჟავა – მხოლოდ სამი ინგრედიენტი შუგარინგის სახლში მოსამზადებლად - Gemrielia.ge

შაქარი, წყალი და ლიმონმჟავა – მხოლოდ სამი ინგრედიენტი შუგარინგის სახლში მოსამზადებლად

 

ყველასათვის ცნობილი შუგარინგის მასის დამზადება სახლშიც შეგიძლიათ. ამ მეთოდის უპირატესობა სხვა საშუალებებთან შედარებით ისაა, რომ იგი თმას ფესვიანად იღებს და დროთა განმავლობაში თმის ზრდის ინტენსივობა იკლებს, შეფერილობა ღიავდება და თმის რაოდენობა მცირდება. გიზიარებთ „გემრიელიას“ ფეისბუქჯგუფის წევრის, თამო მეფიშვილის, რეცეპტს: 

 

დაგჭირდებათ:

 

შაქარი 20 სკ

წყალი 8 სკ

ლიმონმჟავა 1 სკ

 

სამივე ინგრედიენტი შეურიეთ და წამოადუღეთ ნელ ცეცხლზე. თან განუწყვეტლივ ურიეთ, უნდა მიიღოთ კარამელის ფერი. შემდეგ გადმოდგით და გადაიტანეთ თასში. მასას რომ გადაიტანთ, კოვზი ჩატოვეთ, რადგან უფრო ადვილად ამოიღებთ ფორმიდან. დაახლოებით 1 საათის შემდეგ, მასა მყარი იქნება, ამოიტანეთ ის რაოდენობა რომელიც გჭირდებათ და ხელით კარგად დაამუშავეთ. ამის შემდეგ გამოიყენეთ არასასურველი თმის მოსაშორებლად.

 

გაითვალისწინეთ, რომ შუგარინგის პასტა კანზე უნდა დაიტანოთ თმის ზრდის საპირისპირო მიმართულებით, რამდენჯერმე გადაუსვათ ხელი და ბოლოს თმის ზრდის მიმართულებით აიხიეთ (რაც უფრო სწრაფად გააკეთებთ, მით უფრო უმტკივნეულო იქნება). პროცედურის დასრულების შემდეგ წაისვით დამატენიანებელი.